LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შალვა პაპუაშვილმა ალილოს მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცა

76
1

პარლამენტის თავმჯდომარემ დეპუტატებთან ერთად, რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილ ალილოს მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცა.

შალვა პაპუაშვილმა მართლმადიდებლური სამყაროს ნაწილს შობის დღესასწაულიც მიულოცა.

შალვა პაპუაშვილი: საქართველოში მცხოვრებ ყველა მართლმადიდებელს და ყველას, ვინც ამ უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულს 7 იანვარს აღნიშნავს, ვულოცავ მაცხოვრის შობას

შეგროვებული საჩუქრები და ტკბილეული ბავშვთა სახლებში, მოხუცთა თავშესაფრებსა და სასჯელაღსრულების დაწესებულებებში დარიგდება.

შეგახსენებთ, პანდემიის გამო, უკვე მეორე წელია თბილისის ქუჩებში ტრადიციული ალილოს მსვლელობა არ იმართება, თუმცა ქალაქის სხვადასხვა მიმართულებით პირველი რესპუბლიკის მოედნიდან მანქანებით მსვლელობა მოეწყო.

 

პოპულალურები