LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შალვა რამიშვილი „ილო ბეროშვილის შოუს“ სახინკლეს უწოდებს

319

შალვა რამიშვილი საკუთარ ოფიციალურ გვერდზე „ფეისბუქში“ წერს იმის შესახებ, რისი გაკეთება უნდოდა საკუთარი შოუთი „იმედზე“ და მისი წამოსვლის შემდეგ რად გადაიქცა ის. რამიშვილი „ილო ბეროშვილის შოუს“ სახინკლედ მოიხსენიებს.

„მქონდა იდეა, გამეკეთებინა ამერიკული ნაითშოუს მსგავსი, მის მოტივებზე შექმნილი შოუ, American Gloss-ის (ამერიკული ბრწყინვალების) ქართული რემიქსი, სადაც უარს ვიტყოდით ქაჯობებზე. მხოლოდ ეს იქნებოდა ის, რაც ამ პროდუქტს სხვა არხებზე ტრანსლირებული გოიმობებისაგან განასხვავებდა. ეს უნდა ყოფილიყო პროეტის „фიშკა“. მე წამოვედი (იცით რატომაც), „იმედმა“ კი ეს პროექტი გააგრძელა.

სამწუხაროდ, მივიღეთ ქართული ქრესტომათიული ვარიანტი: რესპექტაბელურ რესტორანს რომ იწყებ და თვალსა და ხელს შუა ცუდ სახინკლედ რომ გადაგექცევა ხოლმე. ბაზარი არაა.. თუ სახინიკლე მეტ მაყუთს წერს – რესტორნიც დედაც! მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში რესტორანში უფრო ბევრი ხალხი დადიოდა (უფრო დიდი რეიტინგი ჰქონდა), ვიდრე ახლა დადის მაგ სახინკლეში.

ჩემი და ჩემი მეგობრების შრომა მენანება, თორე „იმედი“ რომ ამ ბოლო დროს „ეგზოტიკური“ მენეჯმენტით გამოირჩევა, ეს კი ვიცით ამ საქმის პროფესიონალებმა“ – წერს შალვა „ფეისბუქზე“.

13563585_10208529233361421_2036755347_n

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები