LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შაქარაშვილის საქმე, შესაძლოა, ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ – რატომ დატოვეს ბრალდებულებმა სასამართლო

172
1239216720

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულებმა სასამართლო პროცესი პროტესტის ნიშნად დატოვეს. მიზეზი მოსამართლის გადაწყვეტილება გახდა მტკიცებულებების დასაშვებობის შესახებ.

ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატმა დღეს მედიასთან საუბრისას აღნიშნა, რომ მოსამართლე გასცდა პროკურატურის მოთხოვნას და იმაზე მეტი მტკიცებულებები ცნო დაუშვებლად, ვიდრე ამას ბრალდების მხარე ითხოვდა.

“ბრალდებულებმა ერთხმად ჩათვალეს, რომ სასამართლო იყო სუბიექტური და არა ობიექტური. ამიტომ გამოაცხადეს პროტესტი…” – განცხადა ვახტანგ ჩიქოვანის ადვოკატმა, ლელა გოგოლაძემ.

მისივე თქმით, მოსამართლემ შესვენების შემდეგ განუმარტა ბრალდებულებს ნაფიც მსაჯულთა არჩევის უფლების შესახებ, რომელსაც გაგზავნის პენიტენციურ სისტემაში.

“ჩამოყალიბდებიან ბრალდებულები და შემდეგ გაგაცნობთ პოზიციას“ – ამბობს ადვოკატი.

რაც შეეხება საქმის პროკურორის პოზიციას, დავით ყაზარაშვილის განცხადებით, პროკურატურას დადებითი პოზიცია აქვს ზოგადად ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიმართ.

“თითოეული ბრალდებული თავად გადაწყვეტს, მისი საქმე უნდა განიხილოს მოსამართლემ, თუ ნაფიცმა მსაჯულებმა“ – განაცხადა საქმის პროკურორმა.

ამ გადაწყვეტილების მისაღებად ბრალდებულებს ვადა 21 სექტემბრამდე აქვთ. სწორედ 21-ში იქნება მომდევნო წინასასამართლო სხდომა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები