LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 3 პირზე შესაძლოა, სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდეს

280
შაქარა

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ძალადობის ეპიზოდზე ბრალდებული 3 პირზე, შესაძლოა, სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდეს.

აღნიშნული შეიძლება, შეეხოთ საბა ჩხარტიშვილს, საბა გოგშელიძესა და ირაკლი წაქაძეს.

როგორც ჟურნალისტებთან საუბარში საბა ჩხარტიშვილის ადვოკატმა დავით ჭიკაიძემ განმარტა, აღნიშნულის საფუძველი ამნისტიის ახალი აქტია, რომელიც ბრალდებულებს ეხებათ.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს, აღნიშნულ ეპიზოდზე დაზარალებულები – ვახტანგ ჩიქოვანი და ნ. ხ. დააფიქსირებენ საკუთარ პოზიციას.

„ჩემი ინფორმაციით, დღეს პროცესზე შესაძლოა, გამოცხადდნენ ვახტანგ ჩიქოვანი და ნ. ხ. მათი ჩვენების შემდეგ სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას საბა ჩხარტიშვილის და დანარჩენი ორი ბრალდებულის მიმართ გაავრცელებს თუ არა 2021 წლის 11 იანვრის ამნისტიის აქტს. მათთვის ბრალად შერაცხულ მუხლებზე ამნისტიის აქტით გათვალისწინებული შეღავათები ვრცელდება და შესაბამისად, დღეს სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას”, – განაცხადა დავით ჭიკაიძემ.

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 3 პირს პატიმრობა გირაოს სახით შეეცვალა

შეგახსენებთ, ვახტანგ ჩიქოვანი დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობისა და ასევე, გურამ ამირხანაშვილისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით არის დაკავებული. რაც შეეხება საბა ჩხარტიშვილს, საბა გოგშელიძესა და ირაკლი წაქაძეს, გამოძიება მათ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და მასში მონაწილეობას ედავება, მათ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოთი 11 იანვარს შეეცვალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები