LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შარლ მიშელისა და ურსულა ფონ დერ ლაიენის წერილი მიხეილ სააკაშვილს – რა წერია დოკუმენტში

233
მიშა და ეუ

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი მიხეილ სააკაშვილს წერილს უგზავნიან.

ადვოკატ გიორგი მშვენიერაძის ინფორმაციით, მან მესამე პრეზიდენტს უკვე გადასცა წერილი, სადაც საუბარია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასა და საქართველოს ხელისუფლებისთვის, ადამიანის უფლებათა ვალდებულებების შეხსენებაზე.

„მიხეილ სააკაშვილს გადავეცი წერილი, რომელიც მას გუშინ გადმოუგზავნეს შარლ მიშელისა და ურსულა ფონ დერ ლაიენის კაბინეტიდან. აღნიშნულ წერილში განსაკუთრებულ ყურადღებას გამოხატავენ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის და საქართველოს ხელისუფლებას მკაცრად შეახსენებენ ვალდებულებებს, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით არის დამტკიცებული.

ამავდროულად ისინი გააგრძელებენ დაკვირვებას მიმდინარე პროცესებზე, მათ შორის, საუბარია სამართლიანი სასამართლოს განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე და აღნიშნავენ, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლების განხორციელება არის ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულება, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს. ეს წერილი გუშინ გადმომეგზავნა კარლ ჰარცელის სახელით როგორც სააკაშვილის ადვოკატს“, -განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.