LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შავ ზღვაში ბანაობა აიკრძალა – სანაპიროზე 4 ბალამდე შტორმი ფიქსირდება

143
WhatsApp-Image-2019-06-29-at-11.59.26

საქართველოში, შავი ზღვის მთელ სანაპირო ზოლზე 3-დან 4 ბალამდე შტორმი ფიქსირდება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აფრთხილებს მოსახლეობას არ შევიდნენ ზღვაში.

კატეგორიულად აკრძალულია სანაპირო ზოლზე მცირეწლოვანი ბავშვების უმეთვალყურეოდ დატოვება. ადგილზე მყოფი მაშველები დამსვენებლებს შტორმის შესახებ აფრთხილებენ და სიტუაციას აკონტროლებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს დამსვენებლებს დაემორჩილონ მაშველების მითითებებს და დაიცვან უსაფრთხოების ნორმები

სანაპირო ზოლზე აღმართულია წითელი ალმები, რაც ზღვაში შესვლის აკრძალვის დროებითი მანიშნებელია.

შტორმის ჩადგომის შემდეგ, როდესაც წყალში შესვლა ნებადართული იქნება, სანაპირო ზოლზე აღიმართება თეთრი ალმები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები