LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შავი ლომი“, „ბასიანი“, „ფაბრიკა“ – „The Guardian”-მა 2018 წელს სანახავ ქალაქებს შორის თბილისი მონიშნა

1463

სად უნდა წახვიდეთ 2018 წელს? – „The Guardian-მა მსოფლიოს საუკეთესო დანიშნულებების – ქვეყნების, ქალაქების, კულტურული ძეგლების, სანაპიროებისა თუ მუზეუმების სია შეადგინა.

აუცილებლად სანახავთა შორის ერთ-ერთ ლიდერ პოზიციას კი – საქართველო და კონკრეტულად თბილისი იკავებს. ქალაქი, სადაც 2011 წელს ნამდვილი რევოლუცია მოხდა, როდესაც ახალგაზრდა შეფ-მზარეულმა მერიკო გუბელაძემ რესტორანი „შავი ლომი“ გახსნა. დღესდღეობით კი თანამედროვე კულტურის დამსახურებით თბილისმა მსოფლიოში დამსახურებული ადგილი დაიკავა. რაც შეეხება ღამის ცხოვრებას – ტექნო კლუბებმა, ისეთებმა როგორიცაა -„ბასიანი“ თუ „ხიდი“ საქართველოს დედაქალაქი „ქლაბერთა“ ერთ-ერთ მნიშვნელოვან დანიშნულებად აქცია.

ასევე აღსანიშნავია Café Gallery და Success Bar – ლგბტ-მეგობრული ადგილები, რომლებიც ასევე დიდი პოპულარობით სარგებლობს. თბილისზე საუბრისას გვერდს ვერ ავუვლით ვერც „ფაბრიკას“ – უზარმაზარ სივრცეს რომელიც ჰოსტელებს, ბარებს, მაღაზიებსა და სხვა მნიშვნელოვან ობიექტებს აერთიანებს და ძირითადად ახალგაზრდებზეა გათვლილი.

გამოცემა იმასაც აღნიშნავს, რომ ავიაკომპანია Georgian Airlines-მა ლონდონის გატვიკის აეროპორტიდან პირდაპირი ფრენებიც დაიწყო, რაც მოგზაურობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის. გარდიანის სიაში გარდა საქართველოსა, ასევე ისეთი ადგილებიც მოხვდნენ, როგორიცაა პალერმო(იტალია), ლეიუვარდენი(ჰოლანდია), რუსეთი, საბერძნეთი, პარიზი და მალტა.

ამიტომ, თუკი 2018 წელი ჯერ არ დაგიგეგმავთ, ეს სია აუცილებლად გამოგადგებათ.

 

პალერმო(იტალია)

 

ლეიუვარდენი(ჰოლანდია)

 

რუსეთი

 

საბერძნეთი

 

პარიზი

 

მალტა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები