LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შავნაბადა“ საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით დანიაში სოლოკონცერტს გამართავს

238
hsvanbd

23 მაისს, 20.00 სთ-ზე, დანიაში, ქალაქ კოპენჰაგენში,  დანიის სამეფოში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, მე-18 საუკუნით დათარიღებულ ფრედერიკის სახელობის ტაძარში, რომელსაც მარმარილოს ეკლესიასაც უწოდებენ, აფხაზეთის სახელმწიფო ანსამბლი „შავნაბად“  სოლოკონცერტს გამართავს.

როგორც „შავნაბადას“ ოფიციალურ პრესრელიზშია აღნიშნული, ანსამბლისთვის ეს გამოსვლა უმნიშვნელოვანესია, რადგან ერთი მხრივ, ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს, სკანდინავიის ერთ-ერთ გამორჩეულ ქვეყანაში ეროვნული კულტურის წარმოჩენის საშუალება ეძლევა, მეორე მხრივ კი, დანიას თავადაც  საინტერესო მუსიკალური ტრადიციები გააჩნია.

„შავნაბადა“ ამ დღისთვის განსაკუთრებულად ემზადება და საკონცერტო რეპერტუარის შერჩევას დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება, კოპენჰაგენში  ქართული ხალხური სიმღერების გამორჩეული ნიმუშებთან ერთად, „შავნაბადა“ საქართველოსა და დანიის ჰიმნებსაც შეასრულებს.

კოპენჰაგენში, ფრედერიკის ტაძარში გამართული კონცერტზე პირველად გაჟღერდება ქართული მრავალხმიანი მუსიკა.

კონცერტზე დასწრება თავისუფალია, მასზე მოხვედრას ყველა მსურველი შეძლებს. ქართული ანსამბლის კონცერტს ასევე დაესწრებიან დანიაში მცხოვრები ქართველები,  დიპლომატიური კორპუსის და ოფიციალური უწყებების წარმომადგენლები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები