LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“შეცდომაა, რომ ოპოზიციას არ ხვდება” – უცხოელი დიპლომატები მაიკ პომპეოს ვიზიტზე

125
maik

საქართველოში აშშ-ს ყოფილი ელჩი იან კელი აშშ-ს სახელმწიფო მდივნის გადაწყვეტილებას რომ ოპოზიციას არ შეხვდეს, შეცდომას უწოდებს. იან კელი საქართველოში მაიკ პომპეოს ვიზიტს “ტვიტერზე” ასე გამოეხმაურა:

“პომპეო საქართველოშია, კიდევ ერთ ქვეყანაში, სადაც არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით დავა მიმდინარეობს. ის მხოლოდ ხელისუფლებას ხვდება. ეს შეცდომაა.”

პომპეო საქართელოში დღეს ჩამოდის - ხელისუფლების გეგმები და ოპოზიციის მოლოდინები

უმრავლესობაში განმარტავენ, რომ ოპოზიციის გადაწყვეტილება - აქციით გააგებინონ ამერიკელ მაღალჩინოსანს თუ რა ხდება ქვეყანაში - აბსურდია.

ცოტა ხნის წინ პომპეოს ვიზიტთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე დევიდ კრამერმა ვრცელი წერილ გაავრცელა.

ის წერს, რომ აუცილებელია, მაიკ პომპეო საქართველოში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებსაც შეხვდეს, რადგან სხვა შემთხვევაში შეიქმნება წარმოდგენა, რომ აშშ-ის მთავრობა მხარს მმართველ პარტიას უჭერს. მეტიც, კრამერს მიაჩნია, რომ ოპოზიციასთან შეხვედრაზე უარის თქმით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი გაუშვებს შესაძლებლობას, გადამწყვეტი როლი შეასრულოს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის კომპრომისის მიღწევის ნაწილში.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მაიკ პომპეოს თვითმფრინავი რამდენიმე წუთის წინ დაეშვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები