„შეცდომის დაშვება საშიში არაა. მთავარია,  ყველა შეცდომა ახალი იყოს და არასდროს გაიმოეოროთ ძველი“, – ამბობს 47 წლის ილონ მასკი, რომელმაც კარგად იცის, რომ ნამდვილი წარმატება მხოლოდ შეცდომებით მიღებული გამოცდილებით მიიღწევა.

გთავაზობთ ამერიკელი გამომგონებლის და ბიზნესმენის რამდენიმე ცნობილ ფრაზას, რომელთაც მისი ცხოვრება განსაზღვრა:

  • ყოველთვის ეცადეთ გახდეთ იმის ნაწილი, რაც სამყაროს შეცვლის.
  • ყველაზე რთული საკუთარ თავთან გულწრფელობა, საჭირო კითხვების მოძიება და პასუხის გაცემაა. თუ საკუთარ თავთან გულახდილად საუბარს შეძლებთ, დარწმუნებული იყავით, რომ ცხოვრებაში ყველაფერი გამოგივათ.
  • წარუმატებელი მცდელობების საკუთარი სასაფლაო მაქვს, სადაც უამრავი საფლავის ქვაა, თუმცა ყველაფერს ვაკეთებ, რომ ახალი საფლავის გათხრა აღარ დამჭირდეს.
  • როცა ადამიანი პირველ მილიონს შოულობს, მისი ცხოვრება რადიკალურად იცვლება და არავინ თქვას, რომ ისეთად დარჩა, როგორიც გამდიდრებამდე იყო.
  • კარგი კომპანიის შექმნა – გემრიელი ღვეზელის გამოცხობას ჰგავს. მთავარია, ინგრედიენტების და პროპორციების სწორად შერჩევა.
  • რთული სამუშაოს შესასრულებლად არაა აუცილებელი ბევრი ადამიანის დაქირავება. რაოდენობა ვერასდროს აანაზღაურებს ტალანტს, რადგან ორი უციცი ვერასდროს აჯობებს  ერთ მცოდნეს.
  • ყოველთვის მაშინ ვუშვებ შეცდომას, როცა ადამიანს არა ნიჭით, არამედ პირადი თვისებებით ვაფასებ. რა ვქნა, ძალიან მიყვარს კეთილი ადამიანები, რომელთაც სულ უფრო იშვიათად ვხვდები.
  • კაცობრიობას წარმოდგენა არ აქვს, რომ ყველაზე საშიშ ექსპერიმენტში მონაწილეობს. როდემდე უნდა ვაბინძუროთ ატმოსფერო ნახშირორჟანგით და რატომ ვერ ვხვდებით, რომ საკუთარ თავს თვითონ ვიღუპავთ.
  • მართალია, ბევრს ძალიან არ უყვარს ცვლილებები, მაგრამ იძულებულია მიიღოს, რადგან ხშირად ცვლილებების ალტერნატივა მხოლოდ კატასტროფაა.
  • მოთმინება – ზნეობრიობის მთავარი მანიშნებელია. მეც ვცდილობ ვიყო მომთმენი, თუმცა ძალიან რთულია.

 

მსგავსი თემები