LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეცვალე – დაჯარიმდებიან თუ არა ის პირები, რომლებმაც ივანიშვილის რეზიდენციის კედელზე წარწერები დატოვეს

190
b7b74931b5fe798aece65a462083445d

რუსთაველის გამზირიდან აქციის მონაწილეებმა სოლოლაკში, შუშის სასახლესთან, გვიან ღამით გადაინაცვლეს. ივანიშვილის ბიზნესცენტრის კედლებზე, დემონსტრანტებმა საპროტესტო გზავნილი ,,შეცვალე”დატოვეს. სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეებს განუმარტეს, რომ აქცია კანონის ჩარჩოებს არ უნდა გასცდენოდა, რასაც მცირე დაპირისპირება მოჰყვა.

თბილისის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ივანიშვილის რეზიდენციის კედელზე აქციის მიმდინარეობისას წარწერები დატოვებასთან დაკავშირებით დეტალური შესწავლა დაიწყო.

„გავივლით ამ საკითხს. თუ იქნება ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და იერსახის დამახინჯება, მივიღებთ ზომებს, დაიწყება წარმოება. შევაფასებთ და ამის მიხედვით გადავწყვეტთ, შესაბამისად მივიღებთ ზომებს“, – განაცხადა ვაჟა სირაძემ.

აქციის მონაწილეები საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებაზე პასუხისმგებლობას ბიძინა ივანიშვილს აკისრებენ.

საპროტესტო გამოსვლები რუსთაველის გამზირზე საღამოს 7 საათიდან განახლდება. მანამდე აქციის ორგანიზატორები საზოგადოებას საკუთარი გეგმების შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან.

როგორც მიშა მშვილდაძე, დღეს, 12 საათზე ჩატარდება ბრიფინგი, სადაც ხელისუფლებას შესთავაზებენ გზას, როგორ შეიძლება, ჩატარდეს პროპორციული არჩევნები პარლამენტის უბრალო უმრავლესობის მხარდაჭერის შედეგად.

აქციის მონაწილეების გეგმა არის, რომ გააგრძელონ პროტესტი, სანამ ქვეყანას არ ექნება ღირსეული არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა.

რუსთაველის გამზირზე აქციები მას შემდეგ განახლდა, რაც საქართველოს პარლამენტმა პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტი ჩააგდო, მოგვიანებით, კი მომიტინგეებმა კარვებიც გაშალეს.

კანონპროექტის ჩავარდნის შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობა და საპარლამენტო თანამდებობები დატოვეს თამარ ჩუგოშვილმა, თამარ ხულორდავამ, სოფიო ქაცარავამ, დიმიტრი ცქიტიშვილმა, გიორგი მოსიძემ, ზაზა ხუციშვილმა, ირინე ფრუიძემ და მარიამ ჯაშმა.

მიწევს რთული გადაწყვეტილების მიღება - "ქართულ ოცნებას" კიდევ ერთი დეპუტატი ტოვებს

"დარწმუნებული ვიყავი, რომ შევძლებდით საზოგადოებისთვის და საერთაშორისო თანამეგობრობისთვის მიცემული პირობის შესრულებას!"

ამ შედეგით პარლამენტის თავმჯდომარე პირველი მოადგილის, 3 საპარლამენტო კომიტეტი კი თავმჯდომარის გარეშე დარჩა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები