LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეცვლის თუ არა ტრამპი სავაჭრო პოზიციებს მსოფლიოში?

89

ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის ჯორჯ უოლკერ ბუშის განცხადებით, აშშ-ს ახალმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სავაჭრო პოლიტიკა შესაძლოა, ბევრად უფრო ”ნიუანსური” გახადოს, ვიდრე ეს მის მკაცრ წინასაარჩევნო დაპირებებში იყო.

ტრამპმა პირობა დადო, რომ სავაჭრო გარიგებებს გადახედავს, მათ შორის ჩინეთთან და მას აშშ-ს სასარგებლოდ შეცვლის.

წინასაარჩევნო კამპანიაში ტრამპმა განაცხადა, რომ ჩინეთიდან იმპორტირებულ საქონელზე მაღალ ტარიფებს დააწესებდა.

ამერიკელი ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ პერფექციონისტული პოლიტიკის დანერგვა (იმპორტის შემცირება სხვადასხვა შემაკავებელი მეთოდებით – ფასების, სუფსიდიების, კვოტების დაწესებით და ა.შ.) ამერიკის ეკონომიკას დააზიანებს.

რაც შეეხება ჩინეთის პოზიციას, BBC-ის ჩინეთის ფინანსთა ვიცე-მინისტრმა ში იაობინმა განუცხადა, რომ ეს მხოლოდ ტრამპის წინასაარჩევნო დაპირება იყო. მისი თქმით, აშშ-ს პრეზიდენტი გააცნობიერებს, რომ ასეთი ცვლილებები აშშ-ს სარგებელს არ მოუტანს.

ამერიკელი ექსპერტების ნაწილი ასევე ფიქრობს, რომ ტრამპს პირადი მიზნებიც კი აქვს (ის 500-ზე მეტ ბიზნესს, მათ შორის სასტუმროებსა და კაზინოებს ფლობს) იმისთვის, რომ პერფექციონისტული პოლიტიკა არ გაატაროს. მათი თქმით, ახალი პრეზიდენტის ეს განცხადებები მხოლოდ ელექტორატის მოზიდვას ემსახურება და განცხადებებადვე დარჩება.

ქართველ ექსპერტთა ნაწილიც მიიჩნევს, რომ იმის მიუხედავად, რომ ტრამპი შიდა წარმოების განვითარებაზე იზრუნებს, მსგავს რადიკალურ რეფორმებს არ გაატარებს.

”ტრამპი ძალიან გონიერი ადამიანია და რადიკალურ ცვლილებებს, რომელიც ეკონომიკას დააზიანებს არ გაატარებს. ერთია წინასაარჩევნო პერიოდი და მეორე პრეზიდენტის გადაწყვეტილებები. ეს ყველაფერი ერთმანეთისგან განსხვავებული იქნება”, – განაცხადა ”ფორტუნასთან” დემურ გიორხელიძემ.

რა შეიცვლება გლობალურ ეკონომიკაში, როდის მიიღებს ტრამპი მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, ამის გასათვლელად უცხოურ პრესაში სხვადასხვა პოზიციებზე ახალი კანდიდატების წარდგენას ელოდებიან.

 

თამთა უთურგაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები