LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეერთებულმა შტატებმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა

59
sanqciebi

თეთრი სახლის ადმინისტრაციის ინფორმაციით,  ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთის ფედერაციას ახალი სანქციები დაუწესა.

სანქციების დაწესება რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის მოწამვლას და აშშ-ის სახელმწიფო უწყებებზე რუსი ჰაკერების კიბერშეტევის საპასუხოდ განხორციელდა.

სანქციები 32 ფიზიკური და იურიდიული პირის წინააღმდეგ წესდება. ასევე ის რუსეთის სუვერენულ საგარეო ვალსაც შეეხება.

„ბაიდენის ადმინისტრაცია მხარს უჭერს რუსეთთან სტაბილურ ურთიერთობებს. ამასთანავე, ჩვენ უპასუხოდ ვერ დავტოვებთ ისეთ ქმედებებს, რაც ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესების წინააღმდეგ არის მიმართული” – წერია თეთრი სახლის განცხადებაში.

შესაბამის განკარგულებას აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი უკვე მოწერა.

ევროკავშირმა და აშშ-მ რუსეთს ნავალნის დაპატიმრების გამო სანქციები დაუწესა

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები