LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეფერხების შემდეგ, Georgian Airways-ის ლონდონი-თბილისის რეისი დღეს შესრულდება

18618202_1530031443697050_448239804_o

შეფერხების შემდეგ, Georgian Airways-ის ლონდონი-თბილისის რეისი დღეს შესრულდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თავად ავიაკომპანია Georgian Airways ავრცელებს.

„გთხოვთ დაბრუნდეთ ლონდონის “გეტვიკის” აეროპორტში და მიიღოთ ინფორმაცია განახლებული ფრენის შესახებ, რომელიც განხორციელდება დღეს (21.12) ლონდონის დროით 11:30 საათზე. განახლებული რეისის შესახებ ჩვენი „ქოლ-ცენტრი“ინფორმაციას აწვდის მგზავრებს. თუმცა, თუ თქვენი ნათესავი/მეგობარი/კოლეგა მგზავრობს რეისით A9 752 ლონდონი-თბილისის მიმართულებით, გთხოვთ შეატყობინოთ განახლებული ფრენის შესახებ.

კიდევ ერთხელ გამოვთქვამთ მწუხარებას შეფერხების გამო და მადლობას გიხდით თანამშრომლობისთვის! დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ დაუკავშირდეთ ჩვენს „ქოლ-ცენტრს“ ან მოგვმართოთ ელექტრონულ ფოსტაზე – [email protected] ”, – ნათქვამია ავიაკომპანიის განცხადებაში.

როგორც იცით, ლონდონის გეტვიკის აეროპორტი გუშინ დაიხურა. ფრენები მას შემდეგ შეჩერდა, რაც ასაფრენი ზოლის სიახლოვეს უნებართვოდ მფრინავი დრონები შენიშნეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები