LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეიძინეთ მაცივრები ონლაინ Extra.ge-ზე

835
extra

მაცივარს სამზარეულოში ყოველთვის საპატიო ადგილი უჭირავს. გარდა იმისა, რომ ფუნქციურად საჭირო ნივთია, დიზაინითაც უნდა ეხამებოდეს ინტერიერს.

მთავარი მოთხოვნა, რასაც მაცივარი უნდა აკმაყოფილებდეს არის ის, რომ მუშაობდეს უხმაუროდ, გაძლოს დიდხანს, იყოს ოჯახის წევრების რაოდენობაზე გათვლილი და ეკონომიური.

არსებობს ჩასაშენებელი და ცალკე მდგომი მაცივრები. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე მაცივრებს დახვეწილი დიზაინი აქვთ, შესაძლოა, არ გსურდეთ, ის თქვენს სამზარეულოში გამოსაჩენ ადგილას იყოს, ასეთ შემთხვევაში შეგიძლიათ, არჩევანი ჩასაშენებელ მაცივრებზე შეაჩეროთ.

საყინულე ზემოთ ექნებათ თუ ქვემოთ, როგორი ფერის იქნება, მატი ზედაპირი ექნება, ამრეკლი, ან პრიალა – ეს სრულიად თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული.

მაცივრის ყიდვისას უპირველესად უნდა დაინტერესდეთ მისი მოცულობით. ოჯახში რამდენი წევრი ცხოვრობთ, ამის მიხედვით შეგიძლიათ განსაზღვროთ როგორი ტევადობის მაცივარი გჭირდებათ. არსებობს შემდეგი ზომის მაცივრები:  პატარა (სიმაღლე 1 ან 1,5 მეტრი, სიგანე – 59 სმ-მდე); სტანდარტული (სიმაღლე 1,71-1.85 მეტრი, სიგანე – 60 სმ); Side-by-Side (1.86-2 მეტრი, სიგანე – 90-120 სმ).

მაცივრებს როგორც წესი მითითებული აქვთ მოცულობა, რაც განსაზღვრავს საკმარისია, თუ არა ის თქვენი ოჯახისთვის.

  • 250 ლიტრამდე მოცულობის განკუთვნილია 1-2 ადამიანისთვის
  • 250-300 ლიტრი – 3 ადამიანისთვის;
  • 300 – 350 ლიტრი – 4-5 ადამიანისგან შემდგარი ოჯახისთვის;
  • 500 ლიტრზე მეტი მოცულობის საჭიროების შემთხვევაში, არჩევანი side-by-side ტიპის მაცივარზე უნდა გააკეთოთ.

ონლაინ მაღაზია Extra.ge-ზე მაცივრები იაფად შეგიძლიათ შეიძინოთ, ასორტიმენტის მრავალფეროვნება ნამდვილად იძლევა საშუალებას თქვენს მოთხოვნებზე და ოჯახზე მორგებული მაცივარი შეარჩიოთ.

საიტზე ყველა წამყვანი, თუ ბიუჯეტური ბრენდის მიერ წარმოებული მაცივარია. Samsung, Bosch, Gornje Midea, Beko, Hisense, Hyundai, Indesit, Toshiba, Vestel, Vox, Whirpool სხვა ბრენდებთან ერთად ექსტრაზე გთავაზობთ როგორც ერთ და ორ კამერიან, ასევე side-by-side  და მინი მაცივრებს. ფასები 700 ლარიდან იწყება და ფერის, მოდელის, დიზაინის მიხედვით საკმაოდ მაღლა ადის.

მაცივრებში Samsung ერთ-ერთი გამორჩეულია, სწორედ ამიტომ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი მაცივრები ამ ბრენდს აქვს.

ექსტრაზე მაცივრები შეგიძლიათ შეიძინოთ როგორც ნაღდი ანგარიშსწორებით, ან ბარათით, ასევე განვადებით. საიტზევე შეავსებთ განვადებას ონლაინ და შესაბამისი ფინანსური ორგანიზაციიდან მოკლე დროში მიიღებთ პასუხს განვადების დამტკიცების თაობაზე.

ექსტრაზე შენაძენის გაკეთების შემთხვევაში ტრანსპორტირება თქვენი საზრუნავი არ იქნება, რადგან 50 ლარზე მეტი ღირებულების პროდუქციის მიტანა უფასოა. კურიერები მთელი საქართველოს მასშტაბით მოგიტანენ შეკვეთას უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით.

არჩევანის მრავალფეროვნება, ხელმისაწვდომი ფასები და მიწოდების უფასო სერვისი ნამდვილად კარგი მიზეზია იმისთვის, რომ მაცივარი სწორედ extra.ge- ზე იყიდოთ.

(R)

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები