LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შეიძლება დავიღუპო, გთხოვთ რაიმე ზომებს მიმართეთ“ – ემიგრანტი დედის მიმართვა საზოგადოებას

1864
Capture

მუხიანში მცხოვრები ბარბარე მაჭარაშვილის ოჯახის წევრები დახმარებას ითხოვენ. რამდენიმე დღეა მოზარდს მაღალი სიცხე და სუნთქვის გაძნელება უფიქსირდება. ოჯახის წევრები 3 დღის განმავლობაში რეკავენ 112-ში და სასწრაფო სამედიცინო დახმარების მისამართზე მისვლას ითხოვენ, თუმცა კოვიდის სიმტომების მქონე პაციენტთან ამ დრომდე არავინ მისულა.

ბარბარეს დედა ემიგრანტი შორენა იმნაძეა, რომელიც საზოგადოებას თხოვნით მიმართავს:

„ძალიან მიჭირს და ძალიან ცუდად ვარ. 3 დღეა ბავშვს სიცხე აქვს, რეკავენ სასწრაფოში, პირდებიან მოვალთო, მაგრამ  ამ დრომდე ბავშვთან არავინ მისულა. სახლში 70 წლის დედა მყავს, რომელსაც არაერთი ოპერაცია აქვს გაკეთებული. შეიძლება დავიღუპო ხალხნო. გთხოვთ ხალხნო, მიმართეთ ზომებს ან სასწრაფო გაუშვით მისამართზე, ან რამე გააკეთეთ. მე სტამბოლში ვარ, ვერ ჩამოვდივარ და ფიზიკურად ვერაფერს ვაკეთებ”.

 

https://www.facebook.com/shorena.imnadze.9/videos/2801429366800601

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები