LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შეიძლება ერთადაც გასინჯეს კოკაინი და ახლა ერთმანეთს აძახებენ“ – ოპოზიციონერი პოლიტიკოსები გახარიას ყოფილი თანაგუნდელებისგან იცავენ

48
გახარია და და

ყველაზე კრიტიკულ მომენტში გიორგი გახარიამ საკუთარ გუნდს, ქვეყანას უღალატა, სჯობს, სხვა თემებზე ვისაუბროთ ნაცვლად იმისა, რომ ვიღაც „კოკაინშიკზე“ დავხარჯოთ დრო, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ  პირველი არხის ეთერში გიორგი გახარიაზე საუბრისას განაცხადა.

კობახიძის განცხადებას დღეს ოპოზიცია გამოეხმაურა.

ის, რომ ადამიანის მიმართ არაფერია დამტკიცებული და აბრალებ, რომ „კოკაინშიკია“, რა თქმა უნდა, შეურაცხმყოფელია, – განაცხადა „მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა.

მისივე თქმით, გახარიას საქმე აქამდე არ უნდა მიეყვანა, სალაპარაკო არ უნდა გაეხადა, რადგან როცა კალაძემ კამპანია დაიწყო, გასაგები იყო, რომ გახარიასკენ იყო მიმართული.

„ირაკლი კობახიძისგან გასაკვირი არ არის. გახარიას ადგილას რომ ვყოფილიყავი, ამ საქმეს ასეთ სალაპარაკოს არ გავხდიდი, წავიდოდი და ანალიზს ჩავაბარებდი სამხარაულის ბიუროში თუ ევროპაში, რათა მეჩვენებინა, რომ წამოწყებულია უაზრო კამპანია“, – ამბობს ალეკო ელისაშვილი.

“ქართული ოცნება” სპეციფიური პარტიაა – შეიძლება ერთადაც გასინჯეს (კოკაინი) და ერთმანეთს აძახებენ,- ასე გამოეხმაურა პოლიტიკური ჯგუფის “გირჩის” წარმომადგენელი იაგო ხვიჩია ირაკლი კობახიძის მიერ გიორგი გახარიასადმი გაკეთებულ შეფასებას.

“არ ვიცნობ “ქართული ოცნების” შიდა ინფრასტრუქტურას, მათ შიდა ხუმრობებს, მიმართვის წესებსა და ასე შემდეგ.

ზოგადად, არ მგონია გახარია “კოკაინშიკი” იყოს, მაგრამ ვიღაც რომ კოკაინს გასინჯავს, ამის გამო “კოკაინშიკი” ეძახო, არც ეს მგონია სწორი. “ქართული ოცნება” სპეციფიური პარტიაა – პარტიის შიგნით უცნაური ხუმრობა აქვთ ერთმანეთთან, რასაც ბოლომდე ვერ ჩავწვდებით”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ვინც არ უნდა იყოს ეს ადამიანი, ასეთი რიტორიკა საჯარო პოლიტიკაში მიუღებელია. ეს არ არის ის სტანდარტი, როგორითაც ჩვენ ერთმანეთს უნდა ველაპარაკებოდეთ, –  ასე შეაფასა  „მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ირაკლი კობახიძის განცხადება.

როგორც გიორგი ვაშაძე აღნიშნავს, მთავარი საქმის კეთებაა.

„ეს არ არის ის სტანდარტი, როგორითაც ჩვენ ერთმანეთს უნდა ველაპარაკებოდეთ, ვაწებებდეთ „კლიშეებს“ და ვფიქრობდეთ, რა მაგარ გამონათქვამს ვიტყვი ვიღაცაზე. მთავარი საქმის კეთებაა და არა ვის რას დავაბრალებ და ვის რა ცილს დავწამებ. ამის დამთავრების გზა არის „მესამე ძალა-სტარატეგია აღმაშენებელი“, საქმეს მიხვედოთ, გავერთიანდეთ და ერთად დავდგეთ“,- აღნიშნავს ვაშაძე.

გახარია „ააგდეს“ პატარა ბავშვივით, გაიქცა სადღაც, ანალიზი ჩაიტარა, მაგრამ რადგან ჩაიტარა, მიბაძონ – ამბობს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი რომან გოცირიძე.

„განცხადებას, რომ ის კოკაინის მომხმარებელია, კოკაინი ერთი წელი და მეტი რჩება ორგანიზმში, ახლა კალაძე წავიდეს და თმა ჩააბაროს და არა შარდი, რადგან შარდის ანალიზი შეიძლება გაყალბებულიც იყოს, ჩვენთან ექსპერტიზას რა ავტოროტეტი აქვს, ვიცით.

გახარიაც „ააგდეს“ პატარა ბავშვივით, გაიქცა სადღაც, ანალიზი ჩაიტარა, მაგრამ რადგან ჩაიტარა, მიბაძონ. ამ ქვეყანაში არ არსებობს სამართალი და მკვდარია უდანაშაულობის პრეზუმფცია. ისე რომ არაფერია დადასტურებული, ადამიანს შეიძლება აჰკიდო ყველაფერი. ისე გახარია და “ქართული ოცნებაც” ერთი მედლის ორი მხარეა, როცა ბიძინას დასჭირდება, აქეთ გახარიას დასვამს, იქეთ კალაძეს და ორივეს აუწევს ყურს,”- განაცხადა გოცირიძემ.

გახარიას დამცველთა რიგებში აღმოჩნდა, მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც.

„მე, რა თქმა უნდა, გახარიას დამცველად არ გამოვდგები, მაგრამ კოკაინის მოხმარების ბრალდება, ეს არის ტიპიური რუსული ხელწერა.

ვერაფერ ახალს ივანიშვილის ხალხი ვერ იგონებს, ცხოვრებაში არ მივკარებივარ არც ერთ მსგავს ნარკოტიკს და რამდენი წელი იძახოდნენ ზუსტად იგივეს.

ეს არის კლასიკური გაშავების ყველაზე პრიმიტიული ტექნოლოგია.

ვიღაცა ერთუჯრედიანებს, ათასჯერ რომ გაუმეორებენ, ვიღაცა არის “კოკაინშიკი” მერე ნაწილი მართლა იჯერებს.
ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რა დონის ნაძირლებთან და მატყუარებთან გვაქვს საქმე.

ყველაზე ამაზრზენი ის არის, რომ კალაძე აბსოლუტურად ერთი ერთში იმეორებს ამ ბრალდებებს, რაც ზუსტად მიუთითებს, რომ საერთოდ არაფრით არ განსხვავდება დანარჩენი ოცნების ბანდისგან, გარდა კარგი რუჯისა და შედარებით უკეთესი გარეგნობისა“.- დაწერა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, თავად გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ნარკოტესტი ავსტრიაში უკვე გაიკეთა და შედეგების მიღებისთანავე მას საზოგადოებას გააცნობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები