LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეიძლება მოსმენა და ჩაწერა ხდებოდეს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ის არ უნდა გადიოდეს სპეცსამსახურების მიღმა, ეს არის ძალიან დიდი პრობლემა – მამუკა გამყრელიძე

91
gdshyreywe

საგანგებო სესიის მოთხოვნის საკითხზე ოპოზიციამ ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. “ლელოს” და “შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის” ინიციატივით, ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე აუცილებელია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი პლენარულ სხდომაზე გამოცხადდეს და ყველა კითხვას პასუხი გასცეს.

ფარული ჩანაწერების სკანდალთან დაკავშირებით, რადიო „ფორტუნას“ ეთერში გადაცემაში „დღის თემა“ პარტია “ევროპელი დემოკრატების” გენერალურმა მდივანმა, ექსპერტმა მამუკა გაყრელიძემ ისაუბრა.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ის ფაქტი, რომ სპეცსამსახურები ადამიანებს უსმენენ მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა.

„ჩემთვის, სიმართლე გითხრათ, მოულოდნელი არ ყოფილა, ყველა არჩევნები საქართველოში, სამწუხაროდ, ტარდება დაძაბულ ვითარებაში, არის ნეგატიური ფონი, პოზიტივზე კი არაა ორიენტირებული საზოგადოება, არამედ იმ ნეგატივზე, რომელიც გამოიყრება ხოლმე არჩევნების წინ.

ამ არჩევნებზეც ასეა და უჩვეულო არაფერია.

რაც შეეხება პასუხგაუცემელ კითხვებს, ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა, ის რომ სპეცსამსახურები უსმენენ და უთვალთვალებენ ადამიანებ.

არ უნდა ვიყოთ გულუბრყვილოები, უნდა ვიცოდეთ, რომ ყველა ქვეყანაში სპეცსამსახურები იმ ადამიანებს, ვინც მათი ინტერესის სფეროშია უსმენენ და უთვალთვალებენ.

შეიძლება მოსმენა და ჩაწერა ხდებოდეს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ის არ უნდა გადიოდეს სპეცსამსახურების მიღმა, ეს არის ძალიან დიდი პრობლემა.

როგორც ჩანს, სპეცსამსახურებში არსებობს სერიოზული პრობლემა კადრებთან დაკავშირებით.

აი ეს არის სერიოზული ამბავი, რომლის გამოძიება აუცილებლად უნდა მოხდეს, არჩევნების შემდეგ.

არჩევნების შემდეგ აუცილებლად უნდა შეიქმნას საპარლამენტო ჯგუფი, რომელიც გამოიძიებს ამ საკითხს, მხოლოდ ძალოვნებისთვის ამ საკითხის ნდომა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება.“აღნიშნა მამუკა გამყრელიძემ „ფორტუნას“ ეთერში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები