LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეიძლება პოლიტიკური კულტურის ნაკლებობად შეფასდეს: ოხანაშვილი ყოფილი თანაგუნდელების მიერ კახა კუჭავას წინააღმდეგ ხმის მიცემას აფასებს

71
yy-2021-01-04-09-25-40-899323

“ეს შეიძლება პოლიტიკური კულტურის ნაკლებობად შეფასდეს,” – ამბობს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი და ყოფილი თანაგუნდელების ქმედებას – კახა კუჭავას წინააღდეგ მიცემულ ხმას – გამოუცდელობით ხსნის.

კუჭავას კანდიდატურას გუშინ მხარი ყოფილმა თანაგუნდელებმა არ დაუჭირეს, პირველივე ნაბიჯი ადამიანურადაც და პოლიტიკურადაც ღრმად მცდარია: შალვა პაპუაშვილი

ოხანაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ ისინი პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებას ისწავლიან და შემდგომში, მსგავს საკითხებს ყურადღებით მოეკიდებიან:

“ეს შეიძლება პოლიტიკური კულტურის ნაკლებობად შეფასდეს.

როგორც ჩანს, გამოუცდელები არიან და იმედია, ისწავლიან, პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებასაც და უფრო მეტი პოლიტიკური პასუხისმგებლობით მოეკიდებიან შემდგომში მაინც ასეთ საკითხებს.” – თქვა მან.

შეგახსენებთ, გუშინ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ კახა კუჭავა აირჩიეს. მის კანდიდატურას მხარი 86 დეპუტატმა დაუჭირა, ექვსი კი წინააღმდეგი წავიდა.

 

პოპულალურები