LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეჯიბრი აქვთ გამოცხადებული, ვინ უფრო მეტჯერ ახსენებს პუტინს და ამასობაში, მგონი შეუყვარდათ რუსეთი და პუტინი: მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე

47
მამუკკკა მდინარაძე

„ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ოპოზიცია იმდენად ხშირად ახსენებს პუტინს, რომ მგონი შეუყვარდათ“. მისი განმარტებით, ოპოზიციონერებს ე.წ. მესიჯბოქსი აქვთ დალაგებული, რომ „ქართული ოცნება“ რუსულ საქმეს აკეთებს“. მდინარაძე ფიქრობს, რომ მათ შეჯიბრი აქვთ გამოცხადებული, ვინ უფრო მეტად იტყვის სიტყვა რუსეთს“.

„მათ აქვთ ე.წ. მესიჯბოქსი დალაგებული, რომ „ქართული ოცნება“ რუსულ საქმეს აკეთებს, მე მგონი შეჯიბრი აქვთ გამოცხადებული, ვინ უფრო მეტად იტყვის სიტყვა რუსეთს, პუტინს ვინ მეტჯერ ახსენებს და მე მგონი შეუყვარდათ ამასობაში რუსეთი და პუტინი. ჟურნალისტიდან დაწყებული, პოლიტიკოსით გაგრძელებული, ვინც ომისა და ღალატის პარტიას წარმოადგენენ. ამ დროს რეალურად სწორედ ისინი აკეთებენ რუსეთის, პუტინის საქმეს და ოკუპანტის საქმეს.

მაგალითად, როდესაც ისინი აშშ-ის საელჩოს პირდაპირ, უაპელაციოდ აბრალებენ, რომ მათ მოახდინეს დისკრიმინაცია კონკრეტული მოსამართლის, კონკრეტული „ქეისის გამო“, თითქოს ისინი ცდილობენ ჩარევას ქართულ მართლმსაჯულებაში, ქართული სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფას. ამას, მაგალითად სახალხო დამცველი, არა თუ ასე ამბობს და აბრალებს, არამედ მხარს უჭერს და იწონებს დისკრიმინაციის ამგვარ გამოხატვას. მეტი პარადოქსი რა შეიძლება იყოს?“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები