ვებსაიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ამერიკელი ბიზნესმენი ბილ გეიტსი ამბობს, რომ თუ კომპანიის გახსნას გადაწყვეტთ გარკვეული შიშის დაძლევა დაგჭირდებათ, ეს არის უიღბლობის, გაკოტრების შიში. მან საკმაოდ პატარა ასაკში დაიწყო ბიზნესი, სწორედ ასაკის გამო მომავალი ბიზნეს პარტნიორები ხშირად ეჭვის თვალით უყურებდნენ. „თავიდან ადამიანები თქვენს მიმართ სკეპტიკურად არიან განწყობილები, თუმცა როგორც კი დაანახებთ, რომ კონკრეტულ საქმეში ერკვევით, განწყობა ეცვლებათ“, – ამბობს ის.

გეიტსის აზრით, მთავარია სიამოვნება მიიღოთ იმ საქმისგან, რასაც აკეთებთ. მნიშვნელოვნია, გვერდით გყავდეთ ადამიანები, რომლებიც რჩევას მოგცემენ, რომლებშიც დაინახავთ დასაყრდენს, გაუზიარებთ იდეებს და დარწმუნებული იქნებით, რომ ისინი თქვენი გულშემატკივრები არიან. ამიტომ გეიტსი ამბობს, რომ ნებისმიერი საქმის წამოწყებისას პარტნიორების არჩევაა მნიშვნელოვანი.

გთავაზობთ ბილ გეიტსის რეკომენდაციებს:

  1. მოიკრიბე ენერგია
  2. ნუ გეშინია
  3. იმუშავე გულმოდგინედ
  4. შექმენი შენი მომავალი
  5. ისიამოვნე იმით, რასაც აკეთებ
  6. იკითხე რჩევა და გააკეთე არჩევანი
  7. გვერდით იყოლიე კარგი ადამიანები
  8. ნუ გადადებ საქმეს ხვალისთვის
  9. შეხედე ცხოვრებას იუმორით

 

მარტა ქარუმიძე
ავტორი

მსგავსი თემები