LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეხვდი 2020 წელს „ამბასადორი კაჭრეთში” – სასტუმრო 2 დღიან საახალწლო პაკეტს გთავაზობთ

1200
73474979-2501258763328029-8345226730071392256-o

სასტუმრო „ამბასადორი კაჭრეთში” 2020 წელს მასშტაბური ღონისძიებით ხვდება და სტუმრებს 2 დღიან საახალწლო პაკეტს სთავაზობს, რომლის ფარგლებშიც მათ უამრავი საინტერესო აქტივობა ელით.

როგორც სასტუმროში აცხადებენ, ახალი წლის გრანდიოზული შოუ პროგრამა 31 დეკემბერს 9 საათიდან დაიწყება და სტუმრების განწყობაზე საღამოს წამყვანები: ილო ბეროშვილი და ნიკა გრიგოლია იზრუნებენ. „ამბასადორი კაჭრეთის” ექსკლუზიურ შოუ პროგრამაში მონაწილეობას მიიღებენ: სოფო ნიჟარაძე, ზვიად ბოლქვაძე და ჯგუფი ნიუტონი. ყველასთვის საყვარელი მომღერლები სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილ კომპოზიციებს შემოგთავაზებენ და ძველი სიმღერების განახლებულ ვერსიებს ააჟღერებენ. აღსანიშნავია, რომ გარდა მუსიკალური პროგრამისა, ახალი წლის ღამე „ამბასადორი კაჭრეთში” სხვა აქტივობებითაც საინტერესო და დატვირთული იქნება.

„უფრო კონკრეტულად, სწორედ 31 დეკემბრის ღამეს ჩვენი ღონისძიების ფარგლებში, გაიმართება ტრადიციული გათამაშებები, გვექნება თქვენთვის საყვარელი ბრენდების მიერ დაწესებული პრიზები, ისეთი პრემიალური ბრენდების, როგორიცაა „არომატეკა“, „სტეფანო რიჩი“ და სხვ. საჩუქრები ელოდებათ ჩვენს საპატიო სტუმრებს, პატარებს, რომელთაც თოვლის ბაბუა ეწვევათ. ცალკე აღსანიშნია, უგემრიელესი საახალწლო სუფრა – გვექნება გალა ვახშამი“, – აცხადებენ „ამბასადორი კაჭრეთში”.

„ამბასადორი კაჭრეთში პროგრამული ნაწილი 2020 წლის გამთენიისას დიჯეის სეტებით დასრულდება, თუმცა ენერგიის შემონახვა სტუმრებს მეორე დღისთვის მოუწევთ, რადგან საახალწლო განწყობას ელენე კალანდაძე და ბენდი შექმნიან. გაიმართება სადღესასწაულო ფურშეტი ლაუნჯ ბარში, მანამდე კი დილით – გვიანი საუზმე საახალწლო განწყობით.

რაც შეეხება საახალწლო პაკეტის ღირებულებას, ნომერში განთავსება 2 პერსონაზე ორი ღამით – ძველ შენობაში 550 USD, ახალში კი – 650$ ჯდება. აღსანიშნავია, რომ 6 წლამდე ბავშვების განთავსება და კვება უფასოა.

ნომრის ღირებულებაში შედის დახურული საცურაო აუზითა და საუნებით სარგებლობა, მინი გოლფი, ჩოგბურთი, ფეხბურთი, კალათბურთი.

მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე სასტუმრომ ამ წელს მხოლოდ პროგრამაზე დასწრების მსურველებსაც აძლევს საშუალებას ახალ წელს განსაკუთრებულად შეხვდნენ.

 „ყველაზე მნიშვნელოვანი კი არის ის, რომ ახალი წლის ჩვენთან ერთად შეხვედრა შეეძლებათ მათაც, ვინც სასტუმროში არ დარჩება და უბრალოდ, ერთ საღამოს, 31 დეკემბეს გაატარებს ჩვენთან ერთად. ამ შემთხვევაში, ერთი პერსონის ღირებულება 150 დოლარი იქნება, რაშიც სადღესასწაულო სუფრა და ექსკლუზიური შოუ-პროგრამა შედის“, – აცხადებენ „ამბასადორი კაჭრეთში”.

დამატებითი ინფორმაციისთვის, ან დასაჯავშნად დარეკეთ შემდეგ ნომერზე +995 595 41 57 06 ან მიიწერეთ შემდეგ მეილზე – [email protected]

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები