მარინა კალიურანდი მიხეილ სააკაშვილს პროვოკაციებისთვის თავის არიდებისა და საკუთარი პოლიტიკური კაპიტალის საქართველოში წინაასაარჩევნო ვითარების დეპოლარიზაციისთვის გამოიყენებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ევროპარლამენტარი “ტვიტერზე” წერს.

კალიურანდი ერთ-ერთია იმ ევროდეპუტატებს შორის, რომელიც სტრასბურგში საქართველოს მესამე პრეზიდენტს შეხვდა.

“ევროპარლამენტართან შეხვედრაზე სააკაშვილს მოვუწოდე, პროვოკაციებს თავი აარიდოს და საკუთარი პოლიტიკური კაპიტალი საქართველოში წინასაარჩევნო სიტუაციის დეპოლარიზაციისთვის გამოიყენოს, 2 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების შემდეგ ეუთო/ოდირის გადაწყვეტილებას პატივი სცეს”, — წერს კალიურანდი ტვიტერზე.

 

დედიკა კალატოზი
ავტორი

მსგავსი თემები