LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“შეკითხვა ძალიან ბევრია პასუხები კი, ჯერჯერობით არ არსებობს” – რა კითხვები აქვს “სტრატეგია აღმაშენებელს” ჯანდაცვის მინისტრთან

66
BeFunky-collage (10)

პარლამენტში დღეს მინისტრის საათის ფორმატში ჯანდაცვის მინისტრს, ზურაბ აზარაშვილს უსმენენ.

მინისტრმა დეპუტატებს უწყების საქმიანობასა და სამომავლო გეგმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ქვეყანაში დაწყებულია პირველადი ჯანდაცვის რეფორმა, რომლის ფარგლებში დაგეგმილია ოჯახის ექიმებისა და ექთნების შრომითი ანაზღაურების ეტაპობრივი გაზრდა

ამასთან, აზარაშვილის თქმით, ორ თვეში 100 000-ზე მეტმა მოქალაქემ შეიძინა თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტები და 50 მილიონის ნაცვლად, 15 მილიონი ლარია გადახდილი.

ჯანდაცვის მინისტრმა თურქეთის ფარმაცევტული ბაზრის გახსნა, მოსახლეობისთვის მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიმართულებით, ერთ-ერთ წარმატებული ნაბიჯად შეაფასა.

ზურაბ აზარაშვილმა პარლამენტში მოსახლეობისთვის ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის უზრუნველყოფის მიზნით სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა სპეციალისტებთან იმისთვის, რომ შეიქმნას ინსულტისა და ტრავმის შემდგომი რეაბილიტაციის პაკეტი, რასაც სახელმწიფო დააფინანსებს. გარდა ამისა, პრიორიტეტულია კიბოს ადრეული დიაგნოსტიკის დაფინანსება.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, არაერთი კითხვა გაჟღერდა პანდემიის მართვასა, თუ ჯანდაცვის სეტორში არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით.

აღნიშნულ თემაზე რადიო „ფორტუნას“ ეთერში გადაცემაში „დღის თემა“ სტრატეგია აღმაშენებლის წევრმა სერგო ჩიხლაძემ ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, ჯანდაცვის მინისტრთან ბევრი კითხვა აქვთ, რომლებზე პასუხებიც ვერ მიიღეს.

„ჯანდაცვის მინისტრის გამოსვლა, სამწუხაროდ, მოკლებული იყო სიღრმეებს.

იმ კითხვებზე პასუხები, რაც გვქონდა ჯანდაცვის მინისტრთან და ასევე ყოფილ ჯანდაცვის მინისტრთან, ვერ მივიღეთ.

დაწყებული პირველადი ჯანდაცვიდან. პირველად ჯანდაცვაზე ვსაუბრობთ ბოლო 6-7 წელია.

ყოველ წელს გამოდის მორიგი მინისტრი და გვამცნობს, რომ აი პირველად ჯანდაცვაზე ვიწყებთ მუშაობას.

გადის ათწლეულები და ვერასოდეს ეს რეფორმა ვერ დაიწყო.

იგივე ანაზღაურებების თემაზე ჰქონდა მას საუბარი. ვის ვენდოთ მას ვენდოთ, თუ ყოფილ მინისტრს ვენდოთ?

ყოფილი მინისტრი ამბობდა, რომ ექთნების ხელფასი პანდემიის პირობებში 1400-1600 ლარიაო, ახალი მინისტრი ამბობდა, რომ არ გაეზარდათ ხელფასები და სად წავიდა ეს თანხებიო?

ლაპარაკი იყო 370 მილიონზე, რომელიც კლინიკებს გადაურიცხეს, თუმცა ის ამავე დროს არ საუბრობს დარჩენილ 630 მილიონზე თუ სად წავიდა.

პანდემიისთვის გამოყოფილი თანხები სად წავიდა, როგორი იყო მათი მიზნობრიობა, რატომ ვართ სიკვდილიანობის მხრივ მე-7 ადგილზე კორონავირუსთან მიმართებაში? ეს ნიშნავს, რომ 190-ზე მეტი ქვეყანა მსოფლიოში ჩვენზე უკეთეს მდგომარეობაშია.

კითხვები არსებობს, ასევე ტენდერებთან დაკავშირებით, იგივე ინფექციურ საავადმყოფოს გარემონტებასთან მიმართებაში.

ერთი მხრივ წამლების გაიაფება, კი ბატონო, კარგია, მაგრამ ეს ყველა წამალს ბუნებრივია არ შეხებია.

თურქეთიდან შემოტანაზე ჩვენ წლების წინ გვქონდა ინიციატივა და რატომ დასჭირდა ამას წლები და რატომ „გვასაღებს“ ამას დიდ მიღწევად, ნუ ეს გაუგებარია.

ამას დაემატა კიდევ აუცილებელი ვიზიტი ექიმთან, რომელიც 50-70 ლარი ღირს.

თუ გამოთავისუფლებული თანხა ისევ დაეხარჯა ადამიანს ექიმთან ვიზიტისას, ამასთან დაკავშირებითაც არსებობს კითხვები.

ასევე კითხვებია ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროსთან, ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებთან მიმართებაში.

სასწრაფოს ექიმებზე და ექთნებზე, რომლებიც ზეგანაკვეთურ მუშაობას ეწევიან და მათ არაფერი ეძლევათ, რათა ეს ზეგანაკვეთური მუშაობა აუნაზღაურდეთ.

კითხვებია ასევე კადრებთან დაკავშირებით, ყველგან ე.წ მენეჯერების და საერთოდ სფეროსთან რომ არ ჩაუვლია ისეთია ხალხის მოყვანა ხდება.

შეკითხვა ძალიან ბევრია პასუხები კი, ჯერჯერობით არ არსებობს,“ -აღნიშნა სერგო ჩიხლაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები