LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეკვეთილში მდებარე სასტუმრო, სადაც დასასვენებლად იტალიელები და ესპანელები ჩამოდიან

1616
1

კიდევ ერთი ქართული სასტუმრო, რომელიც კამპანია “Spend your summer in Georgia”-ს შეუერთდა შეკვეთილში მდებარე „გურია პალასია“. სასტუმრო საზღვაო სეზონის, ანუ სექტემბრის ბოლომდე დამსვენებლებს 10%-იან ფასდაკლებას სთავაზობს. აქცია გრძელდება სასტუმროში არსებულ ყველა ტიპისა და კატეგორიის ნომერზე. აღსანიშნავია, რომ ღირებულებაში შედის 3-ჯერადი კვება, ასევე გართობის სხვადასხვა საშუალება, კერძოდ: როგორც ბავშვების, ისე დიდებისთვის საცურაო აუზი, ჩოგბურთის ოთახი, საბილიარდო, საბავშვო ოთახი, საბავშვო მოედნები და სხვა…

აღსანიშნავია, რომ სასტუმროს ცოტა ხნის წინ დაემატა 50 კაცზე გათვლილი საკონფერენციო დარბაზიც, რომელიც „გურია პალასის“ ბოლო, ანუ მე-8 სართულზე განთავსდა. გარდა ამისა, სასტუმროს გააჩნია: რესტორანი, ღია ტერასა, საუნა, მასაჟის ოთახი, უფასო პარკინგი, მოცეკვავე შადრევანი ეზოში და ასევე კაფე ეზოს ტერიტორიაზე, რომელიც ემსახურება არა მხოლოდ „გურია პალასის“ სტუმრებს, არამედ ყველას, ვინც აქ კვებას მოისურვებს.

ზაფხული ფასდაკლებით - რას გვთავაზობენ ქართული სასტუმროები

საქართველოში დასვენების მსურველები სასტუმროებში სპეციალური ფასდაკლებით ისარგებლებენ

შეგახსენებთ, „გურია პალასი“ მდებარეობს გურიაში, კერძოდ  შეკვეთილში. სასტუმროს მდებარეობა არის ზედმიწევნით კარგი, რადგან სასტუმრო  ზღვის სანაპიროდან შვიდი მეტრის  მოშორებით მდებარეობს (შავი ზღვის სანაპიროზე არის მაგნიტური ქვიშა, რომელსაც უნიკალური სამკურნალო და გამაჯანსაღებელი თვისებები აქვს). სასტუმრო 8 სართულიანია და გააჩნია 65 ნომერი, სტანდარტული, საოჯახო,  ნახევრად ლუქსი და ლუქსი. ნომრები არის კეთილმოწყობილი და კომფორტული, ყველა ოთახს გააჩნია აივანი, საიდანაც ზღვისა და მთების ულამაზესი ხედები იშლება. სასტუმროს ეზოში მდებარე ასწლოვანი ფიჭვნარის პარკი ქმნის ჯანსაღ გარემოსა და სუფთა ჰაერს.

„გურია პალასის“  ყველანაირი კომფორტი გიქმნით დაუვიწყარ დასვენებას ჯანსაღ გარემოში. რათა თქვენი სტუმრობა ჩვენთვის  და თქვენთვის დაუვიწყარი გახდეს“ – აცხადებენ სასტუმროს მენეჯმენტში.

მათივე ინფორმაციით, „გურია პალასის“ მომსახურებით ინტერესდებიან არა მხოლოდ ადგილობრივები, ანუ საქართველოს მოქალაქეები, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული სტუმრებიც. მაგალითად, ამ ზაფხულს „გურია პალასმა“ უკვე უმასპინძლა ესპანელ და იტალიელ დამსვენებლებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები