LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შემცირდა საშუალო ქვითრის ოდენობა, ხალხი ფულს ძველებურად ვეღარ ხარჯავს – სარესტორნო ბიზნესი

41
restorani

„პანდემიის პირობებში მომხმარებლის ქცევა შეიცვალა, ხალხი იცავს უსაფრთოების ზომებს. გარდა ამისა, შემცირდა საშუალო ქვითრის ოდენობა, ხალხი იმ დოზით ფულს ვეღარ ხარჯავს, როგორც ადრე,“ – ამის შესახებ ცნობილმა შეფ-მზარეულმა მერიკო გუბელაძემ განაცხადა.

მან „ბიზნესპარტნიორთან“ სარესტორნო ბიზნესის მოლოდინებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში, რესტორნებში მომხმარებელთა აქტივობა შეინიშნება.

„დიდი შეღავათია როგორც ე.წ კომენდანტის საათის შემსუბუქება, ისე მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც შაბათ-კვირას შიდა სივრცეებში მუშაობის დაშვებას გულისხმობს. ბევრი ტურისტია ქალაქში, ხალხიც მონატრებულია მსგავსს სივრცეებში სიარულს,“ – აცხადებს გუბელაძე. მისივე ინფორმაციით, თუ სიტუაცია ასეთი აქტიურობით გაგრძელდა, რესტორნები 2019 წლის ნიშნულს დაახლოებით 2 წელში დაუბრუნდებიან.

როგორც ცნობილი შეფ-მზარეული განმარტავს, თუ გასულ თვეებში სარესტორნო ბიზნესი 90%-ით იყო შემცირებული, ახლა ეს მაჩვენებელი 40%-ზე დავიდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები