LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“შემძრა დატრიალებულმა ტრაგედიამ” – შატილში დაღუპულთა ოჯახებს ბიძინა ივანიშვილმა მიუსამძიმრა

288
FORTUNA.GE (16)

გუშინ შატილში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით პარტია “ქართული ოცნების” ლიდერი სამძიმრის წერილს აქვეყნებს. ბიძინა ივანიშვილი მწუხარებას გამოთქვამს ტრაგედიის გამო და დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს.

“შემძრა შატილში დატრიალებულმა ტრაგედიამ. განუზომელია ჩვენი მოქალაქეების დაღუპვით გამოწვეული მწუხარება და ტკივილი.
ვუსამძიმრებ დაღუპულების ოჯახებს და მთელ საქართველოს”, – წერს ბიძინა ივანიშვილი.

შატილის გზაზე ავარიის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა

ტრაგედიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს პარტია „ქართული ოცნება” და წერს, რომ უბედური შემთხვევის გამო, 24 და 25 აგვისტოს დეპუტატების წარდგენა გადაიდო.

“შატილის გზაზე მომხდარი შემზარავი ტრაგედიის გამო, 24 და 25 აგვისტოს, შიდა ქართლის რეგიონში დაგეგმილი, გორისა და კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გიორგი ხოჯევანიშვილისა და ხაშური – ქარელის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ზაზა დუგლაძის წარდგენა გადადებულია. ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ მომხდარი ტრაგედიის გამო და ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახებს” – წერია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიება დაიწყო: შსს შატილში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს (ვიდეო)

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები