LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შემოდგომიდან, ბინები 15-20%-ით გაძვირდება

185
13წერწერწე

საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე ფასები კიდევ გაიზრდება – ამის შესახებ „ბიზნესნიუსის“ ეთერში დეველოპერული კომპანია „არსის” აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა.

ბესიკ ორთოიძე იმ მიზეზებზე საუბრობს, რის გამოც უძრავ ქონებაზე ფასები უკვე გაზრდილია და სამომავლოდ, კიდევ უფრო აიწევს. „არსის“ აღმასრულებელი დირექტორი ერთ-ერთ მიზეზად სამშენებლო მასალების გაძვირებას ასახელებს და ამბობს, რომ 2021 წლის პირველ 6 თვეში, პროდუქციაზე ფასები 30-35%-ით გაიზარდა და მდგომარეობა კიდევ არ დასტაბილურებულა.

„უძრავი ქონების გაძვირების კიდევ ერთი მიზეზი ახალი რეგულაციებია, რომლებსაც მთავრობა ატარებს. რამდენიმე ახალი რეგულაცია მივიღეთ მიმდინარე და გასულ წლებში, რომლებიც პირდაპირ არის დაკავშირებული თვითღირებულების ზრდასთან. ერთ-ერთი რეგულაცია არის „მისაწვდომობის სტანდარტი” – ეს გულისხმობს, რომ ყველა შშმ პირისთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი როგორც შენობა, ასევე მიმდებარე ტერიტორია და ეს გავლენას ახდენს უძრავი ქონების ღირებულებაზე,”,- აცხადებს ბესიკ ორთოიძე.

მისივე განმარტებით, დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ მთავარი გამოწვევა არა პანდემიაა, არამედ ინფლაცია და თვითღირებულების ზრდა.

„ალბათ, შემოდგომაზე კიდევ უფრო მაღალი იქნება ფასის ზრდა იმიტომ, რომ დღეს თუ კომპანიებს მასალები შესყიდული ჰქონდათ რაღაც გარკვეულ ფასში, შემოდგომიდან ახალი ფასებით ამას ვეღარ შეძლებენ და გარდაუვალია ფასების ზრდა, დაახლოებით, 15-20%-ით“, -დასძენს „არსის“ აღმასრულებელი დირექტორი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები