ვებსაიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სასექსის ჰერცოგინიამ და პრინც ჰარის ცოლმა, მეგან მარკლმა სამეფო ოჯახის ჰერცოგინიების სახელით  ბრისტოლში მომუშავე სექს-მუშაკებს  უალკოჰოლო გამაგრილებელი სასმელი, ბანანი, ჩიპსები, მაფინები და სხვადასხვა ტკბილეული გაუგზავნა.

“მარკერი გაქვთ? იდეა მაქვს”,- უთხრა მეგანმა თანამშრომლებს და ბანანებზე სპონტანურად წერა დაიწყო და სექს-მუშაკებს შემდეგი სახის გამამხნევებელი მესიჯები გაუგზავნა “ძლიერი ხარ!”, “მამაცი ხარ!” “განსაკუთრებული ხარ!” “გვიყვარხარ”

ორგანიზაცია One25, რომლებმაც ეს ფოტოები გამოაქვეყნა, ქალების უფლებებს იცავს და მათ არასასურველი სამსახურიდან თავის დახსნაში ეხმარება.

 

მსგავსი თემები