LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შენ მოგვატყუე: ნინო წილოსანს ლანჩხუთელები დაუპირისპირდნენ – შენ არასდროს იქნები ჩვენი არჩევანი

254
AQCS3

ჩოხატაურისა და ლანჩხუთის გაერთიანებული საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი, ნინო წილოსანი, ერთ-ერთია იმ დეპუტატებს შორის, რომელმაც მთავრობის  მიერ ინიცირებულ საკონსტიტუციო კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა. ნინო წილოსანის ეს გადაწყვეტილება ლანჩხუთის მოსახლეობამ გააპროტესტა. ადგილობრივებმა ლანჩხუთში დეპუტატის ბიუროსთან საპროტესტო აქცია მოაწყო. შეკრებილებმა აღნიშნეს, რომ ნინო წილოსანმა ისტორიის ბნელი მხარე აირჩია.

„მან მის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა და საკუთარი კეთილდღეობისთვის დადგა ბიძინა ივანიშვილის მხარეს. მართალია, ეს მისი არჩევანია, თუმცა, ნინო წილოსანი აღარასოდეს იქნება ჩოხატაურელი და ლანჩხუთელი ხალხის არჩევანი,“ – აცხადებენ აქციის მონაწილეები.

ლანჩხუთელებმა წილოსანის ბიუროს კარზე სტიკერები წარწერით „სირცხვილია“, შენ მოგვატყუე“ გააკრეს. ადგილზე მობილიზებული იყო გურიის სამხარეო პოლიცია.

განსაკუთრებული დაძაბულობა ნინო წილოსანის გამოჩენას მოჰყვა. დეპუტატს ადგილობრივები დაუპირისპირდნენ და მის გადაწყვეტილებაზე განმარტებას სთხოვდნენ.

ნინო წილოსანმა გურიაში  ჩასვლამდე “ფეისბუქ” გვერდზე ვრცელი სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც განმარტა, თუ რატომ არ დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი. მისი თქმით, ამ რთული გადაწყვეტილების მიღებამდე ახლობლებსა და მეგობრებს რჩევის მისაღებად მიმართა.

 

არ ვაპირებთ დავრჩეთ იქ, სადაც გაუმართლებელ გადაწყვეტილებას იღებენ – “კონსერვატორებმა” უმრავლესობა დატოვეს

 

„ბევრი არგუმენტი შემიძლია მოვიყვანო ჩემი პოზიციის დასაცავად, მაგრამ ამ შემთხვევაში, საკმარისია, ვახსენო, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემა ევროპის ბევრ ქვეყანაში ქმნის პოლიტიკურ კრიზისს, რაც საბოლოო ჯამში იწვევს თვეების განმავლობაში დაუკომპლექტებელ მთავრობას (გერმანია, ესპანეთი), კოალიციის შექმნის ისეთ მოდელს, რომელიც პირდაპირპროპორციული არ არის ამომრჩევლის გამოხატულ ნებასთან. რაც ჩვენს შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ სერიოზულად დამაზიანებელი იქნება…“ – წერს ნინო წილოსანი.

ჩოხატაურის მაჟორიტარმა დეპუტატმა ვიდეოც გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ ამომრჩეველთან შესახვედრად ემზადებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები