LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“შენი სიჩუმე კლავს” – ზუგდიდში ქალთა მკვლელობების სასტიკი სერიების წინააღმდეგ აქცია გაიმართება

74
395c21fb3f0e5df47e93c8a1c633c060

დღეს ზუგდიდში საპროტესტო აქცია “შენი სიჩუმე კლავს” ჩატარდება. ინფორმაციას რადიო “ათინათი” ავრცელებს.

მისი ორგანიზატორები საქართველოს შემეცნებითი ცენტრი, “ფემინა” და ადგილობრივი ქალთა ორგანიზაცია “გვირილა” არიან.

როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, აქცია-პერფომანსი ქალთა სიცოცხლის ფუნდამენტური და ხელშეუვალი უფლების დასაცავად დაიგეგმა.

“21 მაისს, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, შვილების თვალწინ ქმარმა ცოლს სიცოცხლე მოუსპო. ჩვენ, ამ ტრაგიკული ფაქტით უკიდურესად შეძრწუნებული ადამიანები, ქალთა მკვლელობების სასტიკი სერიების წინააღმდეგ გამოვდივართ და ვიკრიბებით”, – ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.

თბილისში, მამაკაცმა მეუღლეს ყელის არეში დანით ჭრილობა მიაყენა. შემთხვევა საზოგადოებრივ ტრანსპორტში მაშინ მოხდა, როცა ცოლ-ქმარი შვილებთან ერთად მგზავრობდნენ. არსებული ცნობით, მეუღლეებს შორის კონფლიქტი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები