LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შენობები, სადაც სიძველე სიახლეს ერწყმის – სიაში ბაგრატის ტაძარიც მოხვდა (ფოტოები)

543
გგ

მსოფლიოში უამრავი შენობაა, რომელიც მისი სიმაღლისა და უზარმაზარი ზომის გამო, დღეისათვის ყველასთვის ცნობილია. მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებსაც ზომები არ გამოარჩევს, თუმცა არქიტექტურულ სამყაროში თავი საკუთარი უცნაურობით დაიმკვიდრეს. ასევე, არიან ისეთებიც, რომლებიც საზოგადოების განსჯისა და ცხარე დისკუსიის საბაბი სწორედ მათი ვიზუალის გამო გახდნენ. ამ უკანასკნელებს შორის, ძირითადად, ისეთი შენობები მოხვდნენ, სადაც ძველი და ახალი ერთმანეთს ერწყმის…

ქართულ რეალობაში ასეთი ბაგრატის ტაძარია, რომელზეც გასულ წლებში ძალიან ბევრი იმსჯელეს და იკამათეს. მიზეზი უძველეს და უმშვენიერეს ტაძარში დამონტაჟებული თანამედროვე ლიფტი გახდა, რომლის გამოც იუნესკომ ბაგრატის ტაძარი კულტურული მნიშვნელობის ძეგლების სიიდან ამოიღო.

6 ყველაზე უჩვეულო სკოლა მსოფლიოში, სადაც ყველა დედა იოცნებებს შვილს ასწავლოს (ფოტოები)

"კრეატიულობას არაფერი კლავს უფრო სწრაფად, როგორც მოსაწყენი და შაბლონური გარემო" - არქიტექტურული შედევრები

როგორც ჩანს, მსგავსი ტიპის შენობები მსოფლიოშიც ბევრი აღმოჩნდა, სადაც უძველესი, საუკუნოვანი შენობები, თანამედროვე არქიტექტურით გააფორმეს. შედეგი ხალხის განხილვის თემა გახდა, ზოგს მოსწონს ძველს+ახალის მიქსი, ზოგი კი – კატეგორიულად წინააღმდეგია…

სოციალურ ქსელში გვერდი Architecture, Art et inspiration სწორედ ასეთი შენობების ფოტოებს ავრცელებს: მათ შორის მოხვდა, ცხადია, ბაგრატის ტაძარიც… ცნობისთვის, ფოტოებში ასახული უძველესი შენობების უმეტესობა საფრანგეთსა და ესპანეთში მდებარეობს და თავის დროზე ისინი ციხე-სიმაგრეებს წარმოადგენდნენ.

გადახედეთ ფოტოებს და დააფიქსირეთ თქვენი აზრი, მოგწონთ თუ არა, ძველის და ახლის ასეთი სინთეზი?

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები