LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შენს ხელებს ფულის სუნი ასდის – დაპირისპირება ეკა ბესელიასა და ვანო ზარდიაშვილს შორის

93
zardiashvili

შენს ხელებს ასდის ფულის სუნი, – ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ვანო ზარდიაშვილმა დეპუტატ ეკა ბესელიას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე.

ზარდიაშვილის ეს რეპლიკა ბესელიას განცხადებას მოჰყვა, რომელიც ზარდიაშვილის წარსულს შეეხებოდა.

„მე პატიოსნებაზე როგორ უნდა მელაპარაკოს ვინმე? სრულიად საქართველომ იცის ამ დარბაზში მსხდომი ყველა ადამიანის როგორც პატიოსნება, ასევე ღირსება და პროფესიონალიზმი. შესაბამისად, ყველამ თავის პატიოსნებას მიხედოს. სასამართლოს ეფარება კორუფციის რისკის მქონე ადამიანები. შენს ხელებს ასდის ფულის სუნი და ეგ იცის სრულიად საქართველომ,“ – მიმართა ვანო ზარდიაშვილმა ბესელიას.

ბესელიამ ზარდიაშვილს ზონდერი უწოდა.

“პატარა ზონდერი ხარ. ჭუჭრუტანიდან რომ იყურებოდი, ეგ იყო თქვენი საქმე. ზონდერი გიზით “ქართულ ოცნებაში”, – განაცხადა რეპლიკის სახით ეკა ბესელიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები