LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“შენს შეცდომად მიმაჩნია მელაძის სამსახურში აყვანა” – ცხარე კამათი უცნობსა და ინგა გრიგოლიას შორის

843
ინგა უცნობი

გადაცემაში „უცნობის კიდობანი“ უცნობი ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას დაუპირისპირდა. უცნობის აზრით, გრიგოლიამ შეცდომა დაუშვა, როდესაც სამსახურში მიიღო ნოდარ მელაძე.

უცნობი:

„მედია ზოგადად სარკეა, დღეს საქართელოში მედია გამრუდებული სარკეა. მგონია, რომ ვისაც ეს ხელგვეწიფება ეს მრუდი უნდა გავასწოროთ, რომ ნორმალურად ჩავიხედოთ“.

გრიგოლია: 

„სადღეგრძელოდ მეჩვენება რასაც შენ ამბობ. მოდი, გულახდილად ვისაუბროთ. მრუდე როგორ უნდა გაასწორო?“

უცნობი:

„გეტყვი, მაგრამ გეწყინება“

გრიგოლია:

„არ მეწყინება, ჩვენ მეგობრები ვართ“.

უცნობი:

„პირველ რიგში არ უნდა მიიღო სამუშაოდ ნოდარ მელაძისნაირი ახალგაზრდები“.

გრიგოლია:

„მაგაში ვერ დაგეთანხმები, რადგან ის არის ერთ-ერთი საუკეთესო ნიუსმეიკერი“.

უცნობი:

„ის არის ერთ-ერთი საუკეთესო ცილისმწამებელი. მე გეუბნები, როგორც გავლილი ისტორია. ჩემს ზურგზე გადატეხილ ისტორიას გეუბნები, რომ ის არის ერთ-ერთი საუკეთესო ცილისმწამებელი. კარგი მენეჯერი არაფერს ნიშნავს, ჩემთვის მთავარია, რომ იყოს კარგი ადამიანი, კარგი დირექტორი და ა.შ. მე შენს შეცდომად მიმაჩნია, რომ ის სამსახურში აიყვანე“.

გრიგოლია: 

„მე შენს შეცდომად მიმაჩნია, რომ თუკი ვინმემ ცილი დაგწამა, რატომ სასამართლოში არ მიმართე“.

უცნობი:

„მივმართე ერთხელ და არაფერი, ელისო კილაძეს ვუჩივლე ცილისწამებისთვის და არაფერი. სამართალი ვერსად ვიპოვე“.

გრიგოლია:

„მე ეგ ქეისი არ ვიცი, მაგრამ რამდენი ცილს დაგწამებენ, შენ როგორც პასუხესმგებლიანმა ადაიანმა, უნდა მიმართო სასამართლოს. მე ვისაც სამსახურში ვიღებ, დარწმუნებული ვარ მის პროფესიონალიზმში“.

უცნობი: 

„ე.ი. პროფესიონალიზმია შენთვის მთავარი და არა კარგი ადამიანობა და სიმართლისმოყვარეობა. მაგიტომაც ვტრიალებთ ერთ წრეზე“.

გრიგოლია:

„ჩვენს ტელევიზიაში ყველა მორალურად გამართული ჟურნალისტი მუშაობს და არც ერთი არაა, ვისთანაც მე კითხვა მექნებოდა“.

უცნობი:

„ილია ჭავჭავაძე იყო მორალურად გამართული ადამიანი და სირხვილია, ასი წლის წინ მყოფი ილიაჭავჭავაძის ქვეყანაში რომ იქნება ნოდარ მელაძისნაირი ჟურნალისტი“.

შეგახსენებთ, ნოდარ მელაძემ რამდენიმე ხნის წინ  „მთავარი“ დატოვა და ტვ პირველში იდაიწყო მუშაობა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები