LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შერონ სთოუნმა ინსულტი გადაიტანა – „ვერიეთისთვის“ მიცემული გულახდილი ინტერვიუ (ფოტო)

250
shrn-stone-news17

„ვერიეთისთვის“ მიცემულ ინტერვიუში 61 წლის შერონ სთოუნი მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე მომენტს იხსენებს. მსახიობის თქმით, მან 2001 წელს ინსულტი გადაიტანა და ეს ყველაზე მძიმე მოგონებაა. ამ ფაქტის შემდეგ სთოუნი დიდი ხნით გაუჩინარდა ეკრანებიდან: „პრინცესა დაიანა გამახსენდა, ჩვენ საოცრად პოპულარულები ვიყავთ. ის გარდაიცვალა, მე ინსულტი მომივიდა და ჩვენ ორივე დაგვივიწყეს“, – ამბობს მსახიობი.

ცნობილი ხდება, რომ შერონი ჰოსპიტალში ინსულტიდან 3 დღის შემდეგ გადაიყვანეს, როდესაც თავის ტკივილები გაუსაძლისი გახდა. ამის შემდეგ მან შემოქმედებაში ორწლიანი პაუზა აიღო და ჯამში ჯანმრთელობის აღსადგენად შვიდი წელი დასჭირდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები