LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შესაძლებელი იქნება თუ არა “ლოკდაუნის” დროს ვაკეში ბასლაინზე მოძრაობა – რას ამბობენ მერიაში

436
ვაკე

საქართველოს მთავრობის გადაწყვტილებით, 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრის ჩათვლით თბილისში, ქუთაისში,  ბათუმში,  რუსთავში, გორში, ზუგდიდში, ფოთსა და თელავში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა სრულად შეჩერდება.

შეზღუდვა მოიხსნება ახალი წლის დღეებში და მოგვიანებით 3 იანვრიდან 16 იანვრამდე კვლავ გაგრძელდება.

ძალიან ბევრი დაინტერესდა, აღნიშნული შეზღუდვის ფარგლებში შესაძლებელი იქნება თუ არა ვაკეში (ან თუნდაც ქალაქის სხვა უბნებში), სადაც ცალმხრივი მოძრაობაა, მანქანებით ბასლაინებზე გადაადგილება.

„ფორტუნა“ შეეცადა გაერკვია, მძღოლებს თუ ექნებათ ვაკეში ძველებურად გადაადგილების შესაძლებლობა.

როგორც მერიაში განგვიცხადეს, აღნიშნულ თემაზე მსჯელობა ჯერ არ ყოფილა.

„თემაზე არ გვიმსჯელია და შესაბამისად გადაადგილება ძველებურად იქნება შესაძლებელი. ანუ მანქანებს ბასლაინზე გადაადგილება არ შეეძლებათ. თუ რაიმე შეიცვლება, დამატებით გავაკეთებთ განცხადებას“, – განუცხადეს „ფორტუნას“ თბილისის მერიაში.

შეგახსენებთ, ვაკეში ავტომობილები ზაფხულის შემდეგ განახლებული სქემით მოძრაობენ. მათ გადასაადგილებათ მხოლოდ ერთი ზოლი აქვთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები