LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შესაძლებელია სერიოზული პრობლემა შეიქმნას – ექიმები კოვიდვითარების დამძიმებას პროგნოზირებენ

144
ივანე ჩხაიძე

კოვიდსტატისტიკის რეკორდურად მაღალი მაჩვენებლის ფონზე, სპეციალისტების ცნობით ჯერჯერობით ვითარება კონტროლირებადია. ამის მიუხედავად, იმ შემთხვევაში თუ სტატისტიკა კვლავ გაიზრდება, მედიკოსები არადამაიმედებელ ეპიდემიოლოგიურ სცენარს პროგნოზირებენ.

ექიმები არ მალავენ, რომ შესაძლოა ვითარება საკმაოდ დამძიმდეს.

“ომიკრონის” შემთხვევაში ძირითადი დატვირთვა არ იქნება სტაციონალურ სექტროზე, ძირითადი ტვირთი იქნება პირველადი ჯანდაცვის სექტორზე. ვინაიდან, “ომიკრონისათვის” დაავადების ნაკლებად მძიმე მიმდინარეობაა დამახასიათებელი. ის მაჩვენებელი, რაც დღეს დაფიქსირდა, კიდევ უფრო მეტად გაიზრდება და შესაძლებელია გარკვეულ ეტაპზე სერიოზული პრობლემა შეიქმნას,”- აცხადებს იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე.

პოპულალურები