LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შესაძლებელია თუ არა სესხებზე დაწესებული შეღავათი გაგრძელდეს: რა მოლოდინი აქვთ სპეციალისტებს

102
BeFunky-collage (8)

ერთ წელიწადში უკვე მეორედ ქვეყანას  მკაცრი რეგულაციებით უწევს ცხოვრება. გაჩერებულია ბიზნესების დიდი ნაწილი, არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი და დღე-ღამის განმავლობაში შეზღუდულია გადაადგილება.

პირველმა ლოკდაუნის პირობებში ოფიციალური მონაცემებით, 100 ათასი ადამიანი უმუშევარი დარჩა. ხელისუფლება მოსახლეობასაც და ბიზნესსაც ანტიკრიზისული პროგრამებით დაეხმარება, მაგრამ რამდენად საკმარისი იქნება ეს – საკითხზე “ფორტუნას” გადაცემა “დღის თემაში” “საზოგადოება და ბანკების” დამფუძნებელმა ისაუბრა.

დამხარებები უფრო არის წერტილოვანი, ვიდრე შეზღუდვები, რა საჭიროა დამხარება მდიდარი ოჯახის: გიორგი კეპულაძე

ახალი რეგულაციების პირობებში კიდევ უფრო ვღარიბდებით, ერთადერთ იმედად ვაქცინა რჩება: გიორგი კეპულაძე

გიორგი კეპულაძე აცხადებს, რომ იმისთვის, რომ ბიზნესმა შეძლოს სამუშაო ადგილების შენარჩუნება, მზა რეცეპტი არ არსებობს, თუმცა გარკვეული დახმარების შეთავაზება მთავრობას შეუძლია.

“დღევანდელ მდგომარეობას პირველ ეტაპზე სჭირდება გაძლება, შემდგომ კი ძირეული რეფორმები. ძალიან მნიშვნელოვანია საგადასახადო შეღავათების შეთავაზება, უნდა ითქვას ნაწილი არის, თუმცა ალბათ, უფრო მეტი კომუნიკაციაა საჭირო. მზა რეცეპტები არსად არ არსებობს, მაგრამ როგორც სამედიცინო სფეროში უცხოელი სპეციალისტები დაიხმარეს, ახლაც ისეა საჭირო. ამთელი საზოგადოება უნდა გაერთიანდეს. ამის ინციატორი კი უნდა იყოს ხელისუფლება”- ამბობს კეპულაძე.

შეკითხვაზე, რა შეუძლია საბანკო სექტორს შესთავაზოს მომხმარებელს და ამჯერადაც აუცილებელია თუ არა მოსახლეობისთვის საბანკო შეღავათები, კეპულაძე აცხადებს, რომ ახლა კონკრეტულ დეტალებზე მსჯელობა რთულია, თუმცა კომერციულ ბანკებს შესაძლოა ინდივიდუალური შეთავაზებები ქონდეთ.

“რაღაც განცხადება მოვისმინე, რომ თითქოს დაიძვრებოდა ეს თემა საბანკო ვალდებულებების გადავადების მიმართულებით, თუმცა ჯერჯერობით ამაზე არც საბანკო ასოციაციების განცხადებები მომისმენია და არც სხვა კონკრეტული ბანკების.

ფაქტია, რომ რესურსი ამოწურვადია. მესმის, რომ საბანკო სექტორი დიდია, შეიძლება მდიდარია სხვებთან შედარებით, მაგრამ მათი რესურსიც ამოწურვადია. მათაც ვალდებულებები აქვთ მეანაბრეების წინაშე.

შესაბამისად, ისეთივე მასშტაბურ შეღავათებს, როგორიც იყო გაზაფხულზე, როდესაც 600 ათასზე მეტმა და ძალიან ბევრმა იურიდიულმა პირმა ისარგებლა, დღეს ასეთ შეღავათებს არ ველოდები. თუმცა, ალბათ, ინდივიდუალურად იმ ადამიანებისთვის, ვინც დაკარგა სამსახური, იმ ბიზნესებითვის, ვინც ხელახლა გაჩერეს, შეღავათები უნდა იყოს, მაგრამ პირველ რიგში, ხელისუფლებას უნდა ვთხოვოთ დამხარება, მათ ვისაც ჩვენ ვირჩევთ“- ამბობს გიორგი კეპულაძე.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები