LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შესაძლოა, აცრიდან “ბუსტერ” დოზამდე დაწესებული ინტერვალი შემცირდეს

71
fortuna.ge (77)

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველოს ჯანდაცვის სისტემა აცრიდან ე.წ. “ბუსტერ” დოზამდე ინტერვალის შემცირებას განიხილავს.

როგორც გაბუნიამ აღნიშნა, ბუსტერ დოზამდე ინტერვალი ბევრმა ქვეყანამ ახალი შტამის გავრცელების გამო უკვე შეამცირა.

მისივე თქმით, ამ მიმართულებით მუშაობა მნიშვნელოვანია და ელოდებიან ექსპერტთა ჯგუფის დასკვნას, რომელიც ხვალისთვის იქნება მზად:

“მას შემდეგ, რაც გაჩნდა ინფორმაცია ახალი შტამის შესახებ, ბევრმა ქვეყანამ გადახედა ბუსტერ დოზამდე ინტერვალს და შეამცირა ინტერვალი ზოგიერთ შემთხვევაში 6 თვიდან 5 თვემდე, ზოგიერთ შემთხვევაში 6 თვიდან 4 თვემდე.

“სინოფარმისა” და “სინოვაკის” შემთხვევაში ეს არის 3 თვე. ჩვენც ვფიქრობთ, რომ ამ მიმართულებით მუშაობა მნიშვნელოვანია და ველოდებით ექსპერტთა ჯგუფის დასკვნას, რაც ამ საკითხზე ხვალისთვის უკვე მზად იქნება.” – განაცხადა გაბუნიამ.

მისივე თქმით, “ბუსტერ” დოზებზე აქტივობა დღეს ქვეყანაში მაღალი არ არის:

“ბუსტერ დოზებზე აქტივობა დღეს არ არის მაღალი, რადგან 6 თვიანი ინტერვალის გასვლა, უმრავლეს შემთხვევაში, მოსალოდნელია, რომ მოხდეს დეკემბრის დასაწყისში ან ბოლოსკენ, ამდენად ჯერ ეს ჯგუფი არ არის იმდენი, რომ ამოიწიოს აცრების მატება.” – თქვა გაბუნიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები