LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შესაძლოა, ბულგარეთი და საქართველო ერთმანეთს პირდაპირი ავიამიმოსვლით დაუკავშირდეს

93
Ban-on-international-commercial-flight-extended

საქართველოს ელჩმა ბულგარეთში, თამარ ლილუაშვილმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა ბულგარეთის რესპუბლიკის ტურიზმის მინისტრთან, ხრისტო პროდანოვთან.

შეხვედრისას განხილულ იქნა ორ ქვეყანას შორის, ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის, დღის წესრიგში არსებული საკითხები და აგრეთვე, ბულგარეთსა და საქართველოს შორის, ქართველი და ბულგარელი ტურისტების ნაკადის ზრდისა და პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყების შესაძლებლობები.

ინფორმაციას ბულგარეთში საქართველოს საელჩო ავრცელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები