LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შესაძლოა, ისრაელიდან პირველ სტუმრებს ივლისის ბოლოს ვუმასპინძლოთ

59
turistebi-saqartvelo

ნათია თურნავამ ისრაელის ტურიზმის მინისტრთან ქვეყნებს შორის ტურისტული მიმოსვლის აღდგენის პერსპექტივები განიხილა. მინისტრის თქმით, ჩვენ საკმაოდ ახლოს ვიყავით ამ გადაწყვეტილებასთან, მაგრამ ბოლო დროს, ისრაელში ეპიდემიოლოგიური ვითარება გაუარესდა. თავად ისრაელის ხელისუფლებაც დიდ სიფრთხილეს იჩენს.

„კოვიდ-ინფექციაზე საუბრისას კონკრეტული ვადის დასახელება რთულია, მაგრამ იმედი გამოვთქვით, რომ ისრაელი სწრაფად გადალახავს ეპიდემიოლოგიური აფეთქების ტალღას და შესაძლებელი იქნება, თუნდაც ივლისის ბოლოს მივუბრუნდეთ საუბარს ტურისტული მიმოსვლის აღდგენაზე და შევძლოთ, ისრაელიდან პირველ სტუმრებს ვუმასპინძლოთ, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა, ისრაელის ტურიზმის მინისტრ ასაფ ზამირთან ონლიან-შეხვედრის შემდეგ.

შეგახსენებთ, 8 ივნისს კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო ისრაელში შეზღუდვების შემდგომი მოხსნა გადაიდო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები