LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შესაძლოა, მალე თბილისი-ტაშკენტის პირდაპირი ავიარეისი დაინიშნოს

generic_airline

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია, მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე ხვთისიაშვილის ხელმძღვანელობით უზბეკეთის რესპუბლიკას ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, 7 თებერვალს, გაიმართა საქართველოს და უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის მორიგი პოლიტიკური კონსულტაციები.

შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების აუცილებლობას. ხაზი გაესვა არსებული პოტენციალის ათვისების მნიშვნელობას. უზბეკეთის მხარემ გამოხატა დიდი დაინტერესება საქართველოს სატრანსპორტო და სატრანზიტო შესაძლებლობების ათვისების მიმართ. გამოითქვა სურვილი განვითარდეს თანამშრომლობა მრეწველობის და ვაჭრობის სფეროებში, ასევე, უზბეკეთის მთავრობა დაინტერესებულია ტურიზმის სფეროში საქართველოს წარმატებული გამოცდილების გაზიარებით. საუბარი ასევე შეეხო ქ. თბილისსა და ქ. ტაშკენტს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის განახლების საკითხს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ აღნიშნული მიმართულებით გაგრძელდება კონმსულტაციები კომპეტენტურ უწყებებს შორის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები