LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შესაძლოა მეგობრებმა სცემეს – შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულის მამის ვერსია

378
44

19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი არასრულწლოვანის ზ.ხ.-ს მამის განცხადებით, შაქარაშვილი შესაძლოა, თავისივე ძმაკაცებმა სცემეს. მისი თქმით, ამ ვერსიას არავინ განიხილავს.

ამის შესახებ არასრულწლოვნის მამამ შინაგან საქმეთა სამინისტროში შესვლამდე განაცხადა.

„შეიძლება თავისივე მეგობრებმა სცემეს, იმიტომ, რომ მათ ჩხუბში არ მიეხმარა, აშველებდა და შემდეგ გაიქცა. რა თქმა უნდა, ამირხანაშვილი ჩემს შვილს ამოიცნობს, ის ჩემი შვილის მანქანაში იყო, როდესაც ჩამოიყვანეს. ჩემი შვილი ყვება, რომ აგარაკზე მისვლის შემდეგ მანქანიდან გადავიდა, სხვა ბიჭები გაიქცნენ და სად გაიქცნენ ვერ დაინახა. გური ამირხანაშვილი უკანა გზაზე ნახეს. უყვებოდა ის ბიჭი საერთოდ არაფერ შუაში არ იყოო და ნერვიულობდა. თუ ოჯახს აწყობს, რომ უდანაშაულო ხალხი დაისაჯოს კი ბატონო, მაგრამ ოჯახმა უნდა იპოვოს ის, ვინც მართლა დააშავა”, – განაცხადა არასრულწლოვნის მამამ.

შეგახსენებთ, რომ 23 ივნისს, 19 წლის გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 4-დღიანი ძებნის შემდეგ მაშველებმა მდინარე არაგვში იპოვეს.

რატომ არ ჩართეს პატრულ-ინსპექტორებმა სამხრე კამერები ფოტოგრაფის წამოყვანისას

„ჩიქოვანი რატომ იყო ჩემ დაბადების დღეზე, ვინმემ ამიხსნას“ – ანი გაბეჩავა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები