შესაძლოა, საქართველოში რესტორნებს რეგულაციები გაუმკაცრონ და ერთ მაგიდასთან 4 ადამიანი დაუშვან – აღნიშნულის შესახებ „პალიტრანიუსის“ ეთერში რესტორატორთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა შოთა ბურჯანაძემ განაცხადა.

როგორც იცით, რესტორნებს მთელი ქვეყნის მასშტაბით შიდა სივრცეში სტუმრების მიღება უკვე 8 მარტიდან, ხოლო ბათუმში 1-ლი მარტიდან შეეძლებათ.

„ჩვენ არ უნდა დავრქვათ ამ საკითხს, რომ რესტორნები გაიხსნა, რესტორნებს მიეცათ დამატებითი შესაძლებლობა ფუნქციონირების, მაგრამ სრულყოფილ ფუნქციონირებამდე ძალიან შორსა ვართ. ამასთან, დამატებითი რეგულაციები იქნება შემუშავებული, რომელიც არსებულ წესებს და მოთხოვნებს კიდევ უფრო შეზღუდავს. ეს ახალი რეგულაციები არ გამოქვეყნებულა და არის მუშაობის პროცესში“, – აღნიშნა შოთა ბურჯანაძემ “პალიტრანიუსის” ეთერში.

როგორც ის განმარტავს, მაგალითად, საუბარია, რომ თუ აქამდე შიდა სივრცეში მაგიდასთან 6 ადამიანის ერთად დაჯდომა იყო შესაძლებელი, მომავალში დასაშვები იქნება 4 ადამიანი. გარდა ამისა, თუ აქამდე კვადრატულობა იყო 2,5 ერთ ადამიანზე, ეს გაიზრდება და შესაბამისად, სარესტორნო სივრცეში ერთდროულად მყოფი ადამიანების რაოდენობა შემცირდება.

მარი მელიქიშვილი
ავტორი

მსგავსი თემები