LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“შესაძლოა ზაზამ და მისმა ცოლმა არ იცოდეს ეს ფაქტი, ბოდიშს ვუხდი”- ფაჩულიას დედა სახალისო ისტორიას იხსენებს

437
BeFunky-collage (1)

ცნობილი კალათბურთელის, ზაზა ფაჩულიას დედა მარინა კოდუა გადაცემაში „პოსტ ალიონი“ სახალისო ისტორიას იხსენებს შვილიშვილთან დაკავშირებით.

გადაცემა ცნობილ ქალბატონებს სტუმრობდა, იმის გასარკვევად თუ რა როლს ასრულებენ ისინი შვილიშვილების აღზრდაში.

მარინა კოდუამ მოუწოდა ბებიებს, რომ როდესაც მშობელი ბავშვს სჯის მათ ურთიერთობაში არ ჩაერიონ.

“მინდა აღსარებასავით მოვყვე. თუ არ იციან და ახლა გაიგებენ ტელევიზიით, ჩემს რძალს ბოდიშს ვუხდი და თუ იციან და არ მითხრეს, მადლობას ვეუბნები.

მეორე შვილიშვილი არის ძალიან ცელქი. ერთხელ სახლში მარტო რომ დარჩა, იმდენად აჟიტირებული იყო, ასე ვთქვათ, დასჯას ითხოვდა. თან მე ის პრობლემა მაქვს, რომ მათ ხშირად ვერ ვხედავ, რადგან აქ არ ცხოვრობენ.

თიკა ჯერ ეფერა და არაფერმა რომ არ გაჭრა, დასაჯა და უთხრა სხვა ოთახში გასულიყო. ბავშვი ტირილით ადის ზევით და მე მიყურებს თან, თითქოს მეუბნება დამიცავიო. არადა, მე თვითონ არ მიყვარდა ის ფაქტი, რომ დედა ვსჯიდი შვილს და ბებიები ეფერებოდნენ.

მაგრამ რა ვქნა… ხალხნო ბოდიშს ვიხდი ჩემი საქციელისთვის, ესე არ მოვიქცეთ. არადა როგორ უნდა ავიპარო, ორმეტრიანი წარმოიდგინეთ…

მეორე სართულზე ავედი „პარტიზანული ხოხვით“,  ყველაფერი მტკიოდა, მინდოდა ზაზას მეუღლეს არ დავენახე. მართლაც, ავედი იმ ადგილას, სადაც ჩემი შვილიშვილი იყი დასჯილი და ვუთხარი, რომ დედისთვის ბოდიში მოეხადა.

ყველაზე საოცარი ის წამი იყო, როდესაც ბავშვმა გაბრწინებული თვალებით შემომხედა ჩემს დანახვაზე. ამის მერე ისევ „პარტიზანული ხოხვით“ დავბრუნდი უკან“- ამბობს მარინა კოდუა.

 

https://www.facebook.com/101379604741180/videos/3700718959940251

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები