მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი ილონ მასკი 1971 წელს სამხრეთ აფრიკაში, ქალაქ პრეტორიაში ღარიბი ინჟინრის ოჯახში დაიბადა.
მამამისი სამხრეთ აფრიკელი იყო, ხოლო დედა კანადელი მოდელი და დიეტოლოგი.
გარემოებებმა ძალიან დიდი როლი ითამაშა მასკის წარმატებაში.
9 წლის ასაკში მან მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომ ეცხოვრა მამამისთან მშობლების განქორწინების შემდეგ. ეს აღმოჩნდა თავგადასავალი, რომელსაც მასკი მოგვიანებით „უბედურებას“ უწოდებს.
მასკი დღემდე უარს ამბობს, რომ საკუთარი შვილი მამამისს გააცნოს. ეს კი ძალიან კარგად ასახავს იმას, თუ როგორი რთული იყო მამასთან ერთად მისი ცხოვრება.
თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ გარემოებებმა ის გახადა იმად, რაც დღესაა.
ილონ მასკი ბავშვობაში და დედა, რომელიც დღემდე აგრძელებს მოდელობას
მასკი ბავშვობიდან ძალიან ბევრს კითხულობდა. 10 წლის იყო, როდესაც კომპიუტერით დაინტერესდა.
დამოუკიდებლად ისწავლა პროგრამირება და 12 წლის ასაკში უკვე ვიდეოთამაშის კოდი დაწერა. მოგვიანებით კი 500 დოლარად გაყიდა.
კაცობრიობის შეცვლის იდეები ბავშობიდანვე გაუჩნდა. განსხვავებული ბავშვი იყო, ამიტომ ხშირად იყო ძალადობის მსხვერპლი. ერთხელ გონების დაკარგვამდე სცემეს. როგორც ამბობენ, მას მეგობრები დღესაც არ ჰყავს.
მასკი აშშ-ში საცხოვრებლად გადასვლაზე ოცნებობდა, რადგან მიაჩნდა, რომ აშშ დიდი იდეების განხორციელების ადგილია. აშშ-ში შესვლის გასამარტივებლად, პრეტორიაში სწავლა მიატოვა და კანადაში დედასთან გადავიდა საცხოვრებლად.
უმაღლესი განათლება პენსილვანიის უნივერსიტეტში მიიღო ეკონომიკასა და ფიზიკაში. 1994 წლიდან მასკი სილიკონ ველზე სხვადასხვა კომპანიებში მუშაობდა.
ილონ მასკის სახელი მჭიდროდ არის დაკავშირებული საავტომობილო კომპანიასთან – “ტესლა”, რომელიც 2003 წელს გაიხსნა, მასკი კი 2004 წლიდან შეუერთდა დირექტორთა საბჭოს წევრად.
მასკის ერთ-ერთი სამომავლო პროექტია – უფასო ინტერნეტი მსოფლიოში. მას სურს თანამგზავრების მეშვეობით მსოფლიოში უფასო ვაიფაის სისტემა მუშაობდეს.
მასკის ერთ-ერთ გიჟურ იდეად მიიჩნევენ მარსზე დასახლების მისეულ გეგმას.
“ჩვეულებრივ ადამიანებსაც რომ მოუნდეთ მარსზე გაფრენა და დასახლება, შესაძლებელი იქნება?” – აცხადებს მასკი.
კომპანია „ტესლას“ ხელმძღვანელი ამბობს, რომ 5 წელიწადში ენები საჭირო აღარ იქნება და მათ მხოლოდ “სენტიმენტების გამო“ გამოიყენებენ. ეს მორიგი შეშლილი იდეაა, რომლის განხორციელებაში დღეს ბევრს ეჭვი ეპარება.
მასკის თქმით, ის მუშაობს ტექნოლოგიაზე, რომელიც დაახლოებით 5 წელიწადში ენებს გამოუსადეგარს გახდის. მეტყველება კომუნიკაციის მოძველებული ფორმა იქნება.
მასკი იმედოვნებს, რომ მოწყობილობა სახელად Neuralink ადამიანის ტვინს დაუკავშირდება. ეს არის ერთგვარი ჩიპი, რომელიც ელემენტზე მუშაობს და მისი ადამიანის თავის ქალაში იმპლანტირება იგეგმება. გამომგონებელი ამბობს, რომ ჩიპის ელექტროდები ძალიან ფრთხილად უნდა დაუკავშირდეს ტვინს.
მასკის თქმით, ახალი ტექნოლოგიის საშუალებით, ლაპარაკი საერთოდ აღარ იქნება საჭირო.
ასე რომ, ბოლო დროს ილონ მასკთან დაკავშირებით დასმული კითხვა, ის გენიოსია, თუ უბრალოდ ადამიანი, ვისაც სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლა სურს, აქტუალური რჩება.
მართალია, მასკი ფიქრობს, რომ ყველაფერს უკეთესობისკენ ცვლის, მაგრამ საკითხავია, უკეთესი იქნება თუ არა დედამიწა, სადაც ადამიანები აღარ ილაპარაკებენ.