“საქართველოს დიტრიბუტორთა ბიზნეს აცოციაცია” სურსათის ეტიკეტირების ახალ წესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, სურსათის ეტიკეტირების ახალ წესთან დაკავშირებით, მომხმარებელთა და ბიზნეს სექტორის ინტერესთა გათვალისწინებით, მიღწეულ იქნა შეთანხმება გარდამავალი პერიოდის რეგულაციაზე.

შეთანხმების მიხედვით, პროდუქციაზე ვადის ამოწურვამდე გავრცელდება გარდამავალი პერიოდის რეგულაცია და კომპანიებს მიეცემათ საშუალება, მოახდინონ მათი რეალიზება.

„ინტენსიური კომუნიკაციის ფორმატში მოხდება კომპანიებისათვის რეკომენდაციების გაცემა და სახელმძღვანელო მითითებების (გაიდლაინი) სრულყოფა და არსებულის დაზუსტება. გარდამავალი პერიოდი მაქსიმალურად იქნება გამოყენებული მხარეთა ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით, რათა ბიზნეს სექტორს არ შეექმნას პრობლემა ბაზარზე ოპერირებისას და მაქსიმალურად იქნეს დაცული მომხმარებელთა ინტერესი,“ – წერია გავრცელებულ განცხადებაში.

 

?სურსათის ეტიკეტირების ახალ წესთან დაკავშირებით საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან…

Posted by დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაცია • Georgian Distributors Business Association on ორშაბათი, 11 თებერვალი, 2019

მსგავსი თემები