LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეთანხმება მიღწეულია – საქართველოში Yandex-თან ერთად Uber-იც შემოვა

485

ტაქსის რუსულმა კომპანიამ ”იანდექსი” და ამერიკულმა ”უბერი” ბიზნესის გაერთიანებაზე შეთანხმებას მიაღწიეს. როგორც Reuters იუწყება, მხარეებს შორის რუსეთის ტერიტორიაზე და მის მეზობელ ქვეყნებში, ერთიანი ძალებით ოპერირების შესახებ, გარიგება უკვე დასრულდა.

Reuters-ის ცნობითვე, ტაქსის კომპანიებმა გასულ წერს დააანონსეს, რომ რუსეთში, სომხეთში, აზერბაიჯანში, ბელარუსში, საქართველოსა და ყაზახეთში ახალ კომპანიას ქმნიან, რომელიც 127 ქალაქში იმოქმედებს. მხარეები ახალი კომპანიის დაარსებისთვის 325 მილიონ დოლარს დახარჯავენ, საიდანაც Yandex-ის წილი 100 მილიონი იქნება, ხოლო Uber-ის 225 მილიონი.

შეგახსენებთ, რუსული Yandex ტაქსი საქართველოში 2016 წელს შემოვიდა,  ამერიკული კომპანია Uber კი ამ ეტაპზე ჩვენს ქვეყანაში არ ოპერირებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები