LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“შეუცდომელი არავინ არ არის”: სააკაშვილის მადლობა მერაბიშვილს (ვიდეო)

213
Capture

საქართველოს მესამე პრეზიდენტი კმაყოფილია ყოფილი თანაგუნდელის განცხადებებით და მადლობას ეუბნება, მას “სიმტკიცისთვის და გაუტეხელობისთვის”.
მიხეილ სააკაშვილი განსაკუთრებით მადლიერია ვანო მერაბიშვილის იმ განცხადების გამო, რომელიც ყოფილი შს მინისტრის პატიმრობის პერიოდში საპატიმროდან მის გაყვანას და ყოფილი პრეზიდენტის მიმართ ჩვენების მიცემაზე უარს უკავშირდება. სააკაშვილმა ვიდეომიმართვა გუშინ საღამოს სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა და განმარტა, რომ უნდა ყოფილიყვნენ “უფრო მაგრები”, თუმცა მისი თქმით “შეუცდომელიც არავინ არ არის”. ყოფილმა პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ “მთავარი არხის” ჟურნალისტმა ვანო მერაბიშვილს არაკორექტული კითხვა დაუსვა.

“მე არ მითქვამს, რომ ვანომ დაუშვა შეცდომები. მე ვთქვი, რომ ჩვენ ყველამ ერთად დავუშვით შეცდომა” – განმარტა სააკაშვილმა.

მერაბიშვილი “ოცნებას” დაასრულებს: დილიდან საღამომდე შეცვლილი პოზიცია

“ახლა ამბობენ, რომ ენა ისე არ აქვს მომართული და რაღაც, უკაცრავად მეგობრებო, ეს ადამიანი 7 წელი იყო წამების პირობებში, იმიტომ, რომ სამარტოო საკანი, ეს არის წამება ძალიან ბევრი საერთაშორისო ნორმით. ეს სპეციალურად გააკეთა ივანიშვილმა, ნებისმიერს გადაიყვანდა ჭკუიდან და ის არ გატყდა, არ შეეგუა, ძალიან მტკიცედ გამოვიდა და ერთი გრამით არ მოიცვალა ფეხით თავის პოზიციაში. ნამდვილად იმსახურებს ძალიან დიდ დაფასებას და პატივისცემას. ჩემგან იმსახურებს დიდ მადლიერებას, იმიტომ რომ გაიყვანეს საკნიდან და უთხრეს, აი, ახლა გაძლევთ ბევრ ფულს, წადი უცხოეთში შენს შვილებთან ერთად, მაგრად იგრიალე, იგუგუნე, ერთადერთი დაწერე რა, რომ ჟვანია მოკლეს და რა თქმა უნდა, სააკაშვილმა. ალბათ, რომ სააკაშვილს აქვს ანგარიშები სხვადასხვა ქვეყნებში. მერაბიშვილმა დასცინა, პრაქტიკულად სახეში შეაფურთხა მათ, ყველაფერზე უთხრა უარი და კიდევ რამდენიმე წლით შეაბრუნეს საპატიმროში და ეს მეტყველებს რამდენად უფრო ძლიერია ვანო, ვიდრე მთელი ეს ნაგვები, რომლებიც ამდენ ხანს ავიწროებდნენ მას”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ექსპრეზიდენტის თქმით, ახლა  არა სხვადასხვა ბანაკებად დაყოფის, არამედ შერიგების დროა და არა აქვს მნიშვნელობა მერაბიშვილი რომელ პარტიაში გაერთიანდება.

„ახლა დრო არ არის ნიშნის მოგების და ანგარიშსწორების. ახლა არის შერიგების დრო, თანხმობის დრო და ტყუილად უსვამენ კითხვებს – ვაიმე, იმ პარტიაში, ამ პარტიაში? რა მნიშვნელობა აქვს, ახლა არის ყველას ერთიანობის დრო. პარტიებად, სხვადასხვა ბანაკებად დაყოფის დრო არ არის, არც ვიღაცაზე შურისძიების დროა და არც უნდა იყოს საქართველოში იმიტომ, რომ დავემსგავსებით ამ გნომს, ამ ქონდრის კაცს – ივანიშვილს. ჩვენ უნდა ორიენტირებული ვიყოთ მომავალზე. ყველაფერი კარგად იქნება, საქართველოს დამაქცევარი ივანიშვილი, ბოროტი წულუკიანი, პათოლოგიური მექრთამე კალაძე, ანაბრების ქურდი ჩხარტიშვილი და ყველა სხვა აორთქლდებიან, როგორც შარშანდელი თოვლი და საქართველოში ისევ გათენდება, საქართველო აუცილებლად წავა წინ, ყველაფერი კარგად იქნება“, – განაცხადა მიმართვაში ყოფილმა პრეზიდენტმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები