LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეუქმნა თუ არა საფრთხე პატრიარქს კორონავირუსით ინფიცირებულმა კახა მიქიაშვილმა

421
kaxamiqiashvili2010

მსახიობმა კახა მიქიაშვილმა ჟურნალ „სარკეს“ ინტერვიუ მისცა, სადაც კორონავირუსის დიაგნოზზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ პერიოდში ისეთმა ხალხმა არ მომიკითხა, თავად რომ ახლობლები ეგონა.

ცნობილია, რომ კახა მიქიაშვილს შეხება აქვს საქართველოს პატრიარქთან, ამიტომაც ამ თემაზე მან ჟურნლთან ვრცელი კომენტარი გააკეთა და აღნიშნა:

„სტიქაროსანს დაემართა კორონაო, გაიძახიან და აკავშირებენ ეკლესიასთან და საპატრიარქოსთან. პატრიარქს რამდენიმე თავისი პირადი სტიქაროსანი ჰყავს. მე სისტემატურად არ ვარ ხოლმე მის გვერდით. პატრიარქთან მისვლას ყველა ვერიდებით, მით უმეტეს, მასთან შეხებას. წირვაზეც ყველა პირბადითაა. კუდები კი გამოაბეს ამ ამბავს“, ამბობს მსახიობი და დასძენს, რომ ის არ წარმოადგენს საპატრიარქოს კლასტერს, როგორც ამის შესახებ ზოგიერთი საუბრობდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები